x
image
Guns N Roses
რონალდუ: აქედან გამომდინარე ნაკრების დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ

როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა. რასაც არ ჩაუვლია დიდი აჟიოტაჟის გარეშე. პორტუგალიის „პაბებში“ ოქროს ბურთის დაჯილდოვებას დიდი ოვაციები მოჰყვა. ალბათ გგონიათ, რომ ეს ოვაციები რონის ეკუთვნის, მაგრამ მათ ლიონელ მესის გამარჯვება უხაროდათ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბუქმეიკერულ კანტორებში პორტუგალიელები მრავლად იყვნენ და სწორედ არგენტინელის გამარჯვებას წინასწამეტყველებდნენ.


რონალდუს საკუთარ სამშობლოშიც კი მიაყენეს შეურაცჰყოფა. მშობლიურ მადეირაიში, სადაც ოქროს ბურთის სამგზის მფლობელის ძეგლია განთავსებული, გარკვეული დაჯგუფების წევრები მივიდნენ და რონალდუს მესის გვარი და 10 ნომერი დააწერეს.

image


ადგილზე მობილიზებულ იქნა პოლიციის დანაყოფები. გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.














„ის, ვინც გუშინდელ საღამოს იქ იმყოფებოდა და მხარს მიჭერდა დიდი მადლობა, ხულიგნები კი უსირცხვილონი არიან. ვიცი, რომ როგორც მადეირელებს, ასევე მთელ პორტუგალიას ვუყვარვარ, აქედან გამომდინარე ნაკრების დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ.“ - განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.






რონალდუმ ასევე „ბარსელონას“ ფეხბურთელებსა და ქომაგებს მიმართა: „არ არის საჭირო ურთიერთობის დაძაბვა და ადამიანურ ფასეულობებზე ხაზის გადასმა. მსურს გამოვყო ანდრეს ინიესტა, რომელიც ნამდვილად მისაბაძი ადამიანია. მიბაძეთ ინის, ის არის როგორც სამაგალითო ფეხბურთელი, ასევე სამაგალითო ადამიანი.“

0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0