x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?
imageამ კითხვაზე მრავალი პასუხი არსებობს.მეცნიერების ერთ ნაწილს განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.ყველა სხვადასხვა მოსაზრებას ამტკიცებს მაგრამ ალბად ყველა მიხვდება იმას, რომ დედამიწაზე წყლისა და ჰაერის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელი იქნებოდა.ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია უკავია რელიგიას:

"მეცნიერებამ ხილული სამყაროს ახსნა რომ შესძლოს, უხილავი მაინც გამოუცნობი დარჩება.
ჭკვიანი ადამიანისთვის დაუჯერებელია სამყაროს თავისთავად, ბრმა შემთხვევით წარმოშობის ვერსია. ამის დაჯერება ნიშნავს სასწაულების უარყოფას, რომელსაც რატომღაც ასე უგულებელყოფენ მეცნიერები. თუმცა ზოჯერ იძულებულნი არიან აღიარონ იგი. ცნობილ ასტრონომ ვერშელს ეკუთვნის სიტყვები:
- ყველა აღმოჩენა, რასაც კი მეცნიერებამ „მიაღწია“ თვითონ უფლისგან იყო დაშვებული იმ ჭეშმარიტებების დასამოწმებლად, რაც ბიბლიაშია ნათქვამი და რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა ყოველი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდიდეს ძალას. მეცნიერება ბევრჯერ დარწმუნდა იმაში, რომ სამყაროს შექმნიდან მასში არც არაფერი მიმატებულა და არც არაფერი მოკლებულა. ბუნების შეცნობით ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ღვთის ძალა და სიბრძნე. მეცნიერთაგან ზოგიერთნი კი ბუნების ნაირფეროვნებას არაფრით აღიარებენ ღვთის მიერ განხორციელებულ სასწაულად.
სიცოცხლე გამოუცნობი საიდუმლოა. აკადემიკოსი დეროხვალოვი ამბობს:
- მეცნიერება დიდი ხანია დარწმუნდა, მატერია თავისთავად რომ მკვდარია.
მართლაც, მატერია პასიურია და თავისთავად არ შეუძლია სიცოცხლის ჩასახვა.
გამოჩენილი მეცნიერის პასტელის აზრით, სიცოცხლე ცოცხალი არსებისაგან წარმოიშვა და არა მკვდარი მატერიისაგან.
მატერიალისტების აზრით სიცოცხლე ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში ჩაისახა, ხოლო თუ ვინ ჩასახა იგი, ამ კითხვას ვერ პასუხობენ და იგნორირებენ კიდევაც. სამყაროში ადამიანი ვერსად ვერ გადააწყდა სიცოცხლის თავისთავად ჩასახვის კვალს. დღემდე ვერცერთმა მეცნიერმა ვერ გადალახა და ამოიცნო ის ზღვარი, რაც ღმერთმა სულიერ და უსულო ბუნებას შორის დაადგინა.
მეცნიერებას ერთი მაგალითი მაინც რომ ეპოვა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, ათეიზმი გამარჯვებას იზეიმებდა. მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე, სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა.
ასევე მეცნიერებას ვერა და ვერ გადაულახავს ის ზღვარი, რაც ღმერთმა გასდო მცენარეებსა და ცხოველებს შორის.
ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასდროს დათესილ ხორბალს მუხა არ აღმოუცენებია, არც ძროხას მოუგია გოჭი, ხბოს ნაცვლად. სამყაროში მინიშნებაც კი არ არსებობს იმისა, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გადაქცეულიყო. ათეისტი მეცნიერები კი თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი ერთუჯრედიანი ქსოვილიდან წარმოიშვა."

ახლა კი ამ საკითხს მეცნიერული ენით შევხედოთ:

"პალეონტოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა ბაქტერიული ქანები, რომელთა ასაკიც სულ მცირე 3, 4 მილიარდ წელს შეადგენს. უძველესი კლდეების ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ მაფოტოსინთეზებელი ორგანიზმები დედამიწაზე 3, 7 მილიარდი წლის წინათაც არსებობდნენ. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ის უძველესი ორგანიზმები, რომლებმაც დედამიწაზე ამგვარი კვალი დატოვეს, შედგებოდნენ დღესდღეობით არსებული ცოცხალ არსებათა ძირითადი მახასიათებლისგან. ყველა ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური ინფორმაცია დნმ-შია კოდირებული და მათი ქიმიური რეაქციების კატალიზირება ცილების მეშვეობით ხორციელდება. გამომდინარე იქედან, რომ დნმ და ცილები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ძნელი წარმოსადგენია, რომელი მათგანი გაჩნდა პირველად დედამიწაზე. მათი ერთდროულად აღმოცენება პრებიოტური სამყაროდან დაუჯერებელია.
ახლანდელი ექსპერიმენტების თანახმად, სიცოცხლის ადრინდელი ფორმები შესაძლოა თანამედროვე ორგანიზმებშიც არსებულ მესამე სახის მოლეკულაზე – რნმ-ზე იყო დაფუძნებული. მხოლოდ უჯრედულ გადამტანად მიჩნეული რნმ გასაოცრად მრავალფუნქციური აღმოჩნდა. იგი არამარტო გენეტიკური ინფორმაციის მაკოდირებელია, არამედ ცილის ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, ზოგიერთი რნმ მოლეკულა გენის ჩამრთველ-გამომრთველია, მაშინ როცა სხვები ცილებსა და ამა თუ იმ ნაერთს უკავშირდება. ლაბორატორიული კვლევები ადასტურებენ, რომ რნმ-ს თვითრეპლიკაციის უნარი გააჩნია და პრიმიტიული უჯრედების სიცოცხლისათვის საჭირო სხვა ფუნქციებსაც ასრულებს.
მრავალი მეცნიერი იზიარებს იმ აზრს, რომ სიცოცხლემ მართლაც გაიარა „რნმ სამყარო“. თანამედროვე ცილები, მაგ. კატალიზატორები, რნმ-თან შედარებით ათასჯერ სასარგებლოა და ამგვარად, მათი გამოჩენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბუნებრივი სელექციის გზით ისინი დღემდე შემონახულიყო. მსგავსად, დნმ-დან გენეტიკური ინფორმაციის რეპლიკაციას გაცილებით ნაკლები შეცდომა ახლავს თან, ვიდრე რნმ-დან.
მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ფოკუსირებულია იმ ფაქტზე, თუ როგორ მისცა დასაბამი პრებიოტური დედამიწის ქიმიურმა ელემენტებმა რნმ სამყაროს. 1953 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა სტენლი მილერმა და ჰაროლდ ურიმ აჩვენეს, რომ ექსპერიმენტს შეუძლია ნათელი მოჰფინოს ამ საიდუმლოს. მათ გაატარეს ელექტრული ძაბვა ამიაკის, მეთანის და სხვა აირების ნარევში (მიაჩნდათ, რომ ადრეულ დედამიწაზე სწორედ ეს გაზები იყო) და მიიღეს ამინომჟავები და ცოცხალი სამყაროს შემადგენელი სხვა ნაერთები."



და ბოლოს აი ის სამი მთავარი კომპონენტი რამაც ხელი შეუწყო დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნას.

image

0
1862
5-ს მოსწონს
ავტორი:nika369
nika369
1862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0