x
image
Guns N Roses
დღეს ოქროს ბურთის ცერემონია გაიმართება

image
დღეს ფეხბურთის მოყვარულთათვის დიდი დღე და ცერემონია იმართება. სამი გენიალური ფეხბურთელი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: ლიონელ მესი ( არგენტინა; ბარსელონა ), ნეიმარ და სილვა ( ბრაზილია; ბარსელონა) და კრიშტიანუ რონალდუ ( პორტუგალია; მადრიდის რეალი. ) ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ლიონელი უპირობო ფავორიტია. ღონისძიებები 17:00 საათიდან აიღებს სტარტს, დაჯილდოვება კი 21:30 საათიდან დაიწყება.


ასევე იგეგმება პრესკონფერენცია, რომელსაც ფეხბურთელები გამართავენ, ასევე ჯურნალისტებს შეხვდებიან ლუის ენრიკე, პეპ გუარდიოლა და სამპაოლი, რომლებიც საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

-------------------------------------------


ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon d'Or) — საფეხბურთო ჯილდო 1956–2009 წლებში, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და გადაეცემოდა საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს, ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებდნენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ ითვლებოდა.


--------------------------------------------

გთავაზობთ ფინალისტების და გამარჯვებულების სიას 2000 წლიდან მოყოლებული:


2000:
1. ლუიშ ფიგუ - პორტუგალია; რეალ მადრიდი; ბარსელონა
2. ზინედინ ზიდანი - საფრანგეთი; იუვენტუსი.
3. ანდრეი შევჩენკო - უკრაინა; მილანი.

2001:
1. მაიკლ ოუენი- ინგლისი; ლივერპული
2. რაულ გონსალესი - ესპანეთი, მადრიდის რეალი
3. ოლივერ კანი - გერმანია; ბაიერნი

2002:
1. რონალდო - ბრაზილია; რეალ მადრიდი; ინტერი
2. რობერტო კარლოსი - ბრაზილია; რეალ მადრიდი
3. ოლივერ კანი - გერმანია; ბაიერნი

2003:

1. პაველ ნედვედი - ჩეხეთი; იუვენტუსი
2. ტიერი ანრი - საფრანგეთი; არსენალი
3. პაოლო მალდინი - იტალია; იუვენტუსი.

2004:
1. ანდრეი შევჩენკო - ურკაინა; მილანი
2. დეკუ - პორტუგალია; ბარსელონა; პორტუ
3. რონალდინიო - ბრაზილია; ბარსელონა

2005:
1. რონალდინიო - ბრაზილია; ბარსელონა
2. ფრენკ ლამპარდი - ინგლისი; ჩელსი
3. სტივენ ჯერარდი - ინგლისი; ლივერპული

2006:
1. ფაბიო კანავარო - იტალია' რეალ მადრიდი; იუვენტუსი
2. ჯანლუიჯი ბუფონი - იატალია; იუვენტუსი
3. ტიერი ანრი - საფრანგეთი; არსენალი

2007:
1. კაკა - ბრაზილია; მილანი
2. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი
3. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა

2008:
1. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი
2. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა
3. ფერნანდო ტორესი - ესპანეთი; ლივერპული

2009:
1. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა
2. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი; რეალ მადრიდი
3. ჩავი ერნანდესი - ესპანეთი; ბარსელონა

2010:
1. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა
2. ანდრეს ინიესტა - ესპანეთი; ბარსელონა
3. ჩავი ერნანდესი - ესპანეთი; ბარსელონა

2011:
1. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა
2. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია; რეალ მადრიდი
3. ჩავი ერნანდესი - ესპანეთი; ბარსელონა

2012:
1. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა
2. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია; რეალ მადრიდი
3. ანდრეს ინიესტა - ესპანეთი; ბარსელონა

2013:
1. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია; რეალ მადრიდი
2. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა
3. ფრანკ რიბერი - საფრანგეთი; ბაიერნი

2014:
1. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია; რეალ მადრიდი
2. ლიონელ მესი - არგენტინა; ბარსელონა
3. მანუელ ნოიერი - გერმანია; ბაიერნი

0
163
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0