x
image
hamunaptra1990
ზაზა ფაჩულია მიმართვას ავრცელებს-"მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ!"
image
ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ახლა NBA-ის "დალას მავერიკსში" იმყოფება, ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგების მიხედვით უკვე მერვე ადგილზეა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ქართველი გულშემატკივრების დახმარებით და აქტიურობით ზაზა ფაჩულია წინ მიიწევს.

"სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ 2016 წელს! ახალი 2016 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, ბედნიერების და წარმატების მომტანი.
ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის და ასეთი მხარდაჭერისათვის! თქვენი თითოეული სტატუსი უდიდეს ენერგიას და სტიმულს მაძლევს. დიდი მადლობა ყველას ვინც ერთხელ მაინც მომცა შანსი და მომცა ხმა, რომ ოცნება ავიხდინო და ჩემი გუნდის და ჩემი ქვეყნის სახელით ვითამაშო All Star ის თამაში."-ასე მიულოცა მთელ საქართველოს ზაზა ფაჩულიამ ახალი წლის დადგომა.
ხოლო მას შემდეგ რაც იგი საგრძნობლად დაწინაურდა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელა მიმართვა, სადაც შობა მიულოცა ყველას და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის:
"გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია."

მისი გულშემატკივრებისთვის და მთელი საქართველოსთვისაც ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია:

"ერთი ქართველის წარმატება მთელი საქართველოს წარმატებაა... ჩვენ ამას ერთად ნამდვილად შევძლეეებთ... ზაზა ყველაფერი საუკეთესოს ღირსია... #NBAvote zaza pachulia... ცოტა დარჩა... აბა ჩვენ ვიცით... ზაზა, შენთანაა მთელი საქართველო!"


"სიამოვნებით ვაკეთებთ ამას, ჩვენც გვიხარია თქვენი მხარდაჭერა..."

"სულ ცოტაც და პირველი ქართველი გვეყოლება All Star -ში!"

წარმატებები ჩვენს ქართველ კალათბურთელს!image

0
377
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0