x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
მადონას ცხოვრების სტილით დაღლილი შვილი მასთან დაბრუნებაზე უარს აცხადებს.
image

ცნობილი გახდა, რომ მადონას 15 წლის შვილს, როკოს, არ უნდა დედასთან დაბრუნება მას სურს მამასთან, გაი რიჩთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრება დიდ ბრიტანეთში.შეგახსენებთ, რომ ის ამჟამად ცხოვრობს მამასთან და მის მეუღლესთან ჯეკი ეინსლისთან ერთად, რომელთაც სამი საერთო შვილი ჰყავთ. საშობაოდ ის უნდა დაბრუნებულიყო დედასთან, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა, როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან როკო დაიღალა მადონას ცხოვრების სტილით. პოპ-ვარსკვლავის საშემოდგომო გასტროლები, ამერიკასა და კანადაში, ორ თვეს მიმდინარეობდა.მისი შვილი კი ამ პერიოდის განმავლობაში დედასთან ერთად მოგზაურობდა, რამაც ძალიან დაღალა.

imageimage


ბიჭი ამჯობინებს წყნარ და მშვიდ გარემოში ცხოვრებას.მას არ მოწონს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა და დედის უსაზღვროდ მოყვარული შვილის როლის მორგება საზოგადოების წინაშე.მადონა მუდმივად აქვეყნებდა ინსტაგრამზე ისეთ სურათებს, რაც ბიჭის გაღიზიანებას იწვევდა. (როკო კიკინებით, ძაღლთან ერთად )


57 წლის ვარსკვლავი კატეგორიულად მოითხოვს, რომ როკო მასთან დაბრუნდეს, რაზედაც ბიჭი უარს აცხადებს.მანჰეტენის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ როკო აუცილებლად უნდა ჩავიდეს დედასთან და მასთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს.

გაი რიჩი კომენტარებისაგან თავს იკავებს, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მის შვილს სურს ცხოვრება დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად. მადონამ კი სურათი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე წარწერით "ბედნიერი შობა ჩემს სინათლის სხივს"


image

imageimage




0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0