x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ისედაც ფარისეველ ერს, არ გვინდა ეს სხვის ჯანმრთელობაზე ასე შეწუხება."-ნანუკა ჟორჟოლიანი
image
საქართველოში ახალი წლიდან საკმაოდ მოიმატა ფასებმა სიგარეტზე, რასაც მწეველი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება მოყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვავენ ის ცნობილი ქართველები, რომლებიც ეწევიან. ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:


"გავიგე, რომ თურმე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და იქნებ სიგარეტის გაძვირებას დაამატოთ:
1. Fast food-ის აკრძალვა( მავნებელია ჯანმრთელობისთვის);
ისევე როგორც-
2. სასმელი;
3. ღორის ხორცი ( ზოგადად ქართული სამზარეულო);
4. გამონაბოლქვი ქალაქში;
5. ნერვიულობა( განსაკუთრებით ცუდია ჯანმრთელობისთვის);
6. უსექსობა ( რომელიც დანერვოზებულ ერს ეტყობა), ჭოგრიტით რომ არ უყურონ სხვის სექსს სასტუმროებში);
7. იძულებითი გავხადოთ ბანაობა, მინიმუმ წყლის გადავლება, იმიტომ
რომ რთულია თქვა, ჩვენს ჯანმრთელობას სიგარეტის კვამლი უფრო აზიანებს, თუ ოფლის ოხშივარი!
ისედაც ფარისეველ ერს, არ გვინდა ეს სხვის ჯანმრთელობაზე ასე შეწუხება. ყველამ საკუთარს მივხედოთ."
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა სტატისტიკურად შეამცირებს მწეველთა რაოდენობას, რაზეც ნანუკამ უპასუხა:

"მე ვარ მწეველი! და ჩემ ხარჯზე უნდა შემცირდეს სტატისტიკა? რატომ?"

ზოგი კი თვლის, რომ ეს მწეველთა რიცხვს კი არ შეამცირებს, არამედ მწეველი ჯანმრთელობისთვის უფრო საზიანო დაბალ ფასიან სიგარეტზე გადავა:


"ის ვინც ეწევა მაინც მოწევს, უფრო დაბალ ფასიანს და ჯანმრთელობისთვის უფრო საზიანოს..(მოწევით მკვდარი არავინ მინახავს)..."

" მწეველი ყოველთვის გამონახავს რაღაც საშუალებას და მაინც იყიდის! სულ რომ 50 ლარი გახდეს. მართალია, თუნდაც იაფფასიანს იყიდის, რაც უფრო დააზიანებს მის ჯანმრთელობას..."image

0
441
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0