x
image
TaFLiKa
ნიუ იორკში, პარიზსა და ბრიუსელში ტერორიზმის საფრთხის გამო საახალწლო ფეიერვერკი გააუქმეს
ტერორიზმის საფრთხის გამო, ამერიკასა და ევროპაში საახალწლოდ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ნიუ იორკში, პარიზსა და ბრიუსელში საახალწლო ფეიერვერკები გააუქმეს.

image

უცხოური მედიის ცნობით, ბრიუსელში საახალწლო ფეიერვერკი და საახალწლო ღონისძიებები არ მოეწყო. ამის მიზეზი ტერორიზმის მოსალოდნელი საფრთხე გახდა.
გასულ კვირას პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა, რომლებიც საახალწლოდ მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.


როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, ხელისუფლებამ საახალწლო ღონისძიებები “მიღებული ინფორმაციის“ საფუძველზე გააუქმა. რაც შეეხება საფრანგეთის დედაქალაქს, პარიზის უსაფრთხოებას ახალი წლის ღამეს 11 000 პოლიციელი იცავდა, ფეიერვერკის ნაცვლად, პარიზში სინათლის შოუ გაიმართა.



უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ლონდონშიც, სადაც ახალი წლის ღამეს უსაფრთხოებას 3 000 პოლიციელი იცავდა. სამართალდამცველების მობილიზება იყო ბერლინსა და მოსკოვშიც.

0
41
6-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0