x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2015 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები
image


აი გაილია 2015 წელიც და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები საზოგადოების, პოლიტიკის, მეცნიერების და კულტურის სფეროში.




საზოგადოება


7 იანვარი, ტერაქტი პარიზში.სამმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა სატირულ ჟურნალ "შარლ ებდოს" ოფისში და ქუჩაში, დაიღუპა 10 ჟურნალისტი და 2 პოლიციელი.11 მძიმედ დაიჭრა.


image


27 თებერვალი, მოსკოვში მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი.

image


24 მარტი.სამხრეთ საფრანგეთში, ალპებში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი A320, დაიღუპა 150 ადამიანი.


image


2 აპრილი.ალ შაბაშის ბოევიკებმა შეტევა განახორციელეს ქალაქ გარისას უნივერსიტეტში(კენია), დაიღუპა 148 ადამიანი.

image


14 აპრილს ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა გემი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა ლიბიიდან იტალიაში, დაიღუპა 400 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.

გადაარჩინეს 150 ადამიანი.

image



25-28 აპრილი მიწისძვრა ნეპალში მაგნიტუდით 7, 8 ბალი.დაიღუპა 8699 ადამიანი, 22 489 დაიჭრა, დაზარალდა 8 მილიონი ადამიანი.

image



30 ივნისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules დაეცა სასტუმროს თავზე ინდონეზიის ქალაქ მედანში.დაიღუპა 141 ადამიანი.

image



3 აგვისტო. სირიის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელი МиГ-23 ჩამოვარდა ქალაქ ერიჰას ბაზრობაზე.დაიღუპა 33 და დაშავდა 150 ადამაიანი.


image


31 ოქტომბერი.რუსეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავი Airbus A321 ჩამოვარდა ეგვიპტეში, ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.

image



12 ნოემბერი. ტერაქტი ბეირუთის შიიტურ რაიონში, დაიღუპა 43 ადამიანი, დაიჭრა 239 ადამიანი.

image


13 ნოემბერი.ტერაქტების სერია პარიზში.დაიღუპა 130 ადამიანი, დაიჭრა 351 ადამიანი.

image



პოლიტიკა




1 იანვარი.ლიტვა ოფიციალურად ევროზე გადავიდა და ამით ევროზონის მე-19 წევრი გახდა.

image


1 იანვარი დამთავრდა ყირიმის რუსეთთან ინტეგრაციის პერიოდი, რის მიხედვითაც ყირიმი რუსეთის ნაწილი ოფიციალურად გახდა.

image



3 თებერვალი. იტალიის ახალი პრეზიდენტი სერჯიო მატარელა გახდა.

image



12 მარტი.ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა.

image


20 მარტი. აფხაზეთის პრემიერ -მინისტრი არტურ მიქვაბია გახდა.

image



22 ივნისი.ყაზახეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.

image


20 ივლისი.50 წლიანი შესვენების შემდეგ აშშ-მ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს.

image



3 სექტემებერი.დააპატიმრეს გვატემალას პრეზიდენტ ოტო პარესი, იგი კორუფციული სქემის შექმნაშია ეჭვმიტანილი.პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა გააგრძელა.

image



24 ნოემბერი.თურქულმა სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-24, რამაც რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია.

image



15 დეკემბერი.ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება . საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე

image
23 დეკემბერი.თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

image

მეცნიერება



8 იანვარი. ამერიკაში შექმნეს ახალი ტიპის ანტიბიოტიკი-ტეიქსობატკინი.

image

6 მარტი. კოსმოსური აპარატი Dawn-ი მზის სისტემის ნაკლებად ცნობილ ჯუჯა პლანეტა ცერერას მიუახლოვდა და მის ორბიტისა გარშემო წრეს არტყავს, მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ 16 თვის განმავლობაში დააკვირდნენ ამ ჯუჯა პლანეტას.

image
13 აპრილი.ნასას მეცნიერებმა გააკეთეს სენსაციური განცხადება იმის თაობაზე, რომ მარსზე აღმოჩენილია წყალი და ამასთან ერთად შესაძლოა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნებიც იყოს.

image
2 ივნისი.მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა პროსტატის კიბოს მეტასტაზირების რთული პროცესი, ახალი მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ახალი პრეპარატის დამზადება, რომელიც კიბოს განვითარების ბლოკირებას მოახდენს.

image
12 აგვისტო.აღმოჩენილი იქნა რიგით მე-15 ხუთკუთხიანი პარკეტი.

image
29 აგვისტო. ჰავაიზე დაიწყო მარსზე ცხოვრების ექსპერიმენტი, 6 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში იცხოვრებს იზოლირებულ გუმბათში, რომლის დიამეტრი 11 მეტრია, ხოლო სიმარლე 6 მეტრი.

image



1 ოქტომბერი.Microsoft-მა ოფიციალურად გამოუშვა ახალი ოპერაციული სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის.

image



18 ნოემბერი.ჩილეში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის მშენებლობა.


image




კულტურა




საკულტო ფანტასტიურ-სათავგადასავლო ფილმში, "უკან მომავალი-2"-ში მარტი და დოკი 2015 წელში ხვდებიან.

image


8 თებერვალს გაიმართა "გრემის" დაჯილდოების 57-ე ცერემონიალი.ერთბაშად ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ბრიტანელი ავტორი შემსრულებელი სემ სმიტი.(წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა, წლის ახალი შემრულებელი და საუკეთესო ვოკალური პოპ-ალბომი.

image



25 თებერვალი.ლოს-ანჯელესში გაიმართა "ოსკარის" დაჯილდოების მორიგი ცერემონიალი.ერთბაშად სამი პრიზის მფლობელი გახდა რეჟისორ ალექსანდრე გონსალესის შავი კინოკომედია "ბერდმანი"

image


19-23 მაისი-ავსტრიაში გაიმართა მე-60 საიუბილეო "ევროვიზიის" კონკურსი, გაიმარჯვა შვედმა მონს სალმერლიევმა სიმღერით-"Heroes".

image



29 მაისი.გაქირავებაში გამოდის ფილმი "იურული პერიოდის სამყარო"(Jurassic World), რომელიც 2015 წლის ყველაზე საკასო ფილმად იქცა.შემოსავალმა 1, 6 მილიარდი$ შეადგინა.

image



9 ივნისი.გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი ჯეიმს ლასტი.

image



19-26 ივნისი .გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი.მთავარი პრიზი "ოქროს წმინდა გიორგი" ბულგარელ რეჟისორს ივაილო ხრისტოვს გადაეცა ფილმისთვის "ლუზერი".

image



აგვისტო.ბელორუს მწერალს და სცენარისტს სვეტლანა ალექსიევიჩს ნობელი პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში.

image



15 აგვისტო .დევიდ გილმორმა ოფიციალურად განაცხადა pink-floyd-ის საბოლოოდ დაშლის შესახებ.

image


30 აგვისტო.ლოს ანჯელესში გაიმართა MTV -ის დაჯილდოება. წლის ვიდეო გახდა ტეილორ სვიფტის და კენდიკ ლამარის კლიპი-Bad Blood.

image


25 ოქტომბერი.მილანში გაიმართა MTV ევროპის დაჯილოდება .გამარჯვებული გახდა მამაკაცებში -ჯასტინ ბიბერი, ხოლო ქალებში რიანა.


image


12 დეკემბერი .დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა ლეგენდარული ამერიკელ მომღერალს ფრენკ სინატრას

image17 დეკემბერი.ჯგუფი Deep purple "როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში" შეიყვანეს.აქამდე ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული ამ ტიტულზე.

image


20 დეკემბერი.მაიკლ ჯექსონის ალბომმა "ტრილერმა" ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან 30-ე პლატინის სერთიფიკატი მიიღო, რითაც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ალბომად იქცა.

image


6
121
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
121
  
2016, 2 იანვარი, 22:05
ღირდა :)
2015, 31 დეკემბერი, 13:57
მადლობა ღირდა ესე იგი სამ საათიან წვალებად
2015, 31 დეკემბერი, 13:40
ნამდვილად კარგი სტატიაა
2015, 31 დეკემბერი, 13:19
მადლობა
2015, 31 დეკემბერი, 12:47
ძაან მაგარო იყო..გ..გ..
0 1 6