x
image
K.P.
მარიამ საჯაია: "საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"
image
"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!

მე უფრო კორექტულად ვეტყვი, რომ მისი მხრიდან ჩემ მიმართ წარმოთქმული სიტყვები არის ეიჯიზმი და სექსიზმი (წერტილი).

ისე კი "იბიარდივით" დაემართა ბატონ ვოლსკის"-წერდა სოციალურ ქსელში დეპუტატი მარიამ საჯაია.

როგორც ირკვევა გია ვოლსკიმ კოლეგას უზრდელი უწოდა: "ჩემი შვილის ტოლა ბრძანდებით. რა საკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს განცდა იმის, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის ელემენტარულად უზრუნელი. ეს არის ძალიან ცუდი".


რაც შეეხება მარიამ საჯაიას, ის ერთ მიმართვას ავრცელებს: "იბიარდ, ავატარები არიან სექსისტები და ეიჯისტები. მოიმარჯვონ უცხო სიტყვათა ლექსიკონი და გაიგებენ რასც ვამობ სანამ მართლა უზრდელობაზე და ცილისწამებაზე გადმოვლენ, როცა არც ესმით რას ვამბობ.

სიმართლე ისაა, რომ თუმცა შინაარსი კი შეიძლება გაიგონ, მაგრამ აზრობრვად ვერასდროს ჩა-წვდებიან რომ მათზე ასაკით უმცროსი ქალი იგივე უფლებების (და მოვალეობების) მატარებელია, რომ მას აქვს უფლება გამოთქვას მათგან განსხვავებული აზრი, იყოს თავისუფალი ქმედებებში, მოსაზრებებსა და გამოხატვაში.

და საერთოდაც - იყოს თავისუფალი, თავის თავის უფალი.

p.s. ზუსტად ამგვარ დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობდი ჩემს გამოსვლაში, რომ თვალთმაქცობენ თითქოს ახალგაზრდების ხელშეწყობა უნდათ. რეალურად, არაფრით განსხვავდება მათი გამოსვლები იმ ადამიანის სიტყვებისგან, ვინც საკუთარი უფლებების დამცველ ახალგაზრდებს დამამცირებლად უწოდა "პომპონჩიკიანი ლიბერალები".

p.p.s. "საბჭოთა ადამიანს" რას გაუგებ...

კეთილი მგზავრობა მე, ხვალ შვილის ჩახუტება მელის"

0
934
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0