x
image
K.P.
"მინდა, კახი გახდეს პრეზიდენტი, ანუკი და კახი ყველაზე ლამაზი წყვილი გვეყოლება მსოფლიოში"-იუნა შაფათავა
image
პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოება ქვეყნი მომავალსა და პოლიტიკურ ლიდერებზე ჩააფიქრა. იუნა შაფათავას სურს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი კახი კალაძე გახდეს. ქალბატონი საკუთარ სურვილებს სოციალური ქსელის მეშვეობით გვიმხელს. "მინდა, კახი გახდეს შემდეგი პრეზიდენტი. ანუკი და კახი ყველაზე სექსი და ლამაზი წყვილი გვეყოლება მსოფლიოში"-წერს იუნა ფეისბუქის პირად გვერდზე. ამ აზრმა სოციალური ქსელის არაერთი მომხმარებელი მოხიბლა, თუმცა გამოჩნდნენ მოწინააღმდეგენიც.

"მე თავიდანვე კახი მინდოდა პრეზიდენტად ისტორია გვიჩვენებს, არასოდეს იცი წინასწარ, რა არის უკეთესი..

კახის ბიოგრაფია გადაიკითხეთ. за красивые глазки ამდენი საქმე არ კეთდება. მე მომწონს და თქვენ ვინ გაძალებთ მგწონდეთ. ჯადოსნური ჯოხი მე არ მაქვს, ვისურვო და ასრულდეს. ასე რომ იყოს, ვისურვებდი გორგასალი გაცოცხლდეს და ცოლად გავყვებოდი"-დასძენს იუნა.

კახი კალაძე და ანუკი არეშიძე ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. კახი ფეხბურთელი, ბიზნესმენი და ახლა უკვე ენერგეტიკის მინისტრიც გახლავთ. ანუკი კი მოდელი და დიზაინერია. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ იტალიაში გაიცნო. დამწყები მოდელი კახის ჩააბარეს, ყურადღება მიაქციეო... წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, თუმცა ამას მათი ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს ლევანი, კახა და ვაჩე. ფეხბურთელის მინისტრად დანიშვნას საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა, თუმცა კახამ მოვალეობებს თავი მშვენივრად გაართვა.


საინტერესოა რამდენად ახდება ქალბატონი იუნას სურვილები...

0
1036
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1036
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0