x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ფსიქოლოგიური ძალადობა

imageძალადობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც დღეს მთელი
მსოფლიოს წინაშე დგას.მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო იზრდება მცდელობა მისი აღკვეთისათვის, არ
არსებობს ისეთი იარაღები რომლებიც საბოლოოდ გაგვანთავისუფლებს მისგან.

ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს, თუმცა ყურადღებას
იმ ფორმაზე გავამახვილებთ, რომელსაც ფსიქოლოგიური ანუ ემოციური ძალადობა ეწოდება.


ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის
”ფარულ” ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს.ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს
მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.


შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი
ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას.ის ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ძალადობის ფორმაა, რადგან არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი.სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძალადობის კერა ხშირად ოჯახია და სწორედ მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიმართავენ ასეთ ქმედებებს ბავშვთან ურთიერთობისას. ხშირად ისინი დასცინიან, უყვირიან, აშინებენ ბავშვს, თუმცა ვერ ხვდებიან რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას.


ჩვენთვის, ალბათ, უფრო საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში.უნისეფის
კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში საზოგადოებას ყველაზე ნაკლებად ესმის ფსიქოლოგიური ძალადობის არსი, მოსახლეობის 64%–მა სწორად ვერ ამოიცნო ფსიქოლოგიური ძალადობის ყველა ფორმა.განსხვავებით ძალადობის იმ ფორმებისგან როგორებიცაა ფიზკური ან სექსუალური ძალადობა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამინები არ არიან ინფორმირებულნი.პირველ რიგში, ისინი ვერ იაზრებენ საკუთარ საქციელებს და იმ შედეგებს რაც შეიძლება ამან სხვას მოუტანოს.სწორედ მშობლების მაქსიმალური ინფორმირებულობა შეიძება ჩავთვალოთ ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოფხვრის წინაპირობად.


ამიტომ, მნიშვნელოვანია გაგაცნოთ ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა ძალადობამ:


1.დაბალი თვითშეფასება


2.დეპრესია


3.შფოთვა


4.თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება


5.ქცევითი პრობლემები სკოლაში


6.ბავშვსა და მშობელს შორის კავშირის შესუსტება


7.ალკოჰოლიზმი, ნარკომანია



თუმცა, ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, სრულად არ გვაჩვენებს
იმ ფატალურ შედეგებს, რომლებსაც იწვევს ფსიქოლოგიური
ძალადობა.ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს თბილ და მეგობრულ გარემოში, ის ჩვენი თითოეული სიტყვიდან უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენ ის გვიყვარს და მას ისე არ უნდა მოვექცეთ და მივმართოთ თითქოს ის ჩვენი შვილი კი არა მტერი იყოს.უნდა მივცეთ მათ საშუალება გაიზარდნონ სრულფასოვანი ადამიანები, ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, რომ მათდამი მოპყრობა ამას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.












0
1059
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
1059
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0