x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ყველაზე ძვირადღირებული კბილის პასტა მსოფლიოში
image


პირველად კბილის პასტა ნახსენებია ეგვიპტურ მონუსკრიპტში, რომელიც ძვ. წ. აღ. IV საუკუნით თარიღდება.

1. უძველესი კბილის პასტები

ადამიანები რა შემადგენლობის ნივთიერებებს აღარ ხმარობდნენ კბილის პასტის სახით. ყველა ეპოქაში განსხვავებულ რეცეპტებს და არომატებს იყენებდნენ. ხშირ შემთხვევაში ამ რეცეპტებს ადგენდნენ სასულიერო პირები, რადგანაც სწორედ ისინი იყვნენ დაკავებულნი ადამიანთა მკურნალობით.


imageმაგალითად, ძველ ეგვიპტეში ჯანსაღი სუნთქვისთვის იყენებდნენ ნაერთს, რომელიც მზადდებოდა მარილის, წიწაკის, პიტნისა და ყვავილებისგან. ან ღეჭავდნენ ფისს და კბილებს იწმევდავდნენ ძმრისა და დაფქული პემზის ნაერთით. ამ ინგრედიენტებზე რაღას იტყვით: ხარის დამწვარი ნაწლავების ფერფლი არეული დაფქულ კვერცხის ნაჭუჭსა და პემზასთან?

ჩვ. წ. აღ. I საუკუნეში ბერძნები და რომაელები კბილების გასაწმენდად კუს სისხლს და დამწვარი თაგვის ფერფლს იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის შემდეგ სპარსელები დაფქული ირმის რქების, ლოკოკინას ნიჟარებისა და თაბაშირის ნაერთს ანიჭებდნენ უპირატესობას ჰიგიენის ამ პროცედურის ჩასატარებლად.


2. როგორ გაჩნდა პირველი კბილის პასტა


მე-19 საუკუნეში შეძლებული ადამიანები ამერიკაში სპეციალურ კბილის ფხვნილს იყენებდნენ. დაფქულ ცარცს უმატებდნენ ბორაკს ასაქაფებლად და სხვადასხვა ექტრაქტებს სუნთქვის გასაჯანსაღებლად.

image1873 წელს კომპანია "კოლგეიტმა" ამ პრობლემის გადაჭრა მოინდომა და დაიწყო კბილის პასტის გამოშვება ქილებში. თუმცა, მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ ეს არ იყო იმდენად მოსახერხებელი და საქმე კარგად არ წავიდა. მხოლოდ 1892 წელს კბილის ექიმმა ვაშინგტონ შეფილდმა მოიფიქრა კბილის პასტა ტუბში მოექცია. ასეთმა შეფუთვამ მისი პოპულარობა სწრაფად გაზარდა. მეორე მსოფლიო ომამდე კბილის პასტები საპონს შეიცავდა, მოგვიანებით ის სხვა ნივთიერებებმა ჩაანაცვლა. ამ მხრივ ყველაზე სერიოზული აღმოჩენა იყო პასტის შემადგენლობაში ფტორის შეტანა, რომელიც კბილის ემალს ამაგრებს.
3. კბილის პასტის შემადგენლობა


image


ნებისმიერი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის აბრაზიული ნივთიერებები, რომელიც კბილებს ნადებს აშორებს. ყველაზე იაფიან კბილის პასტებში დღემდე კალციუმის კარბონატს უმატებენ, იგივეა რაც დაფქული ცარცი – ძალიან უხეში აბრაზიული ნივთიერება, რომელიც კბილის ემალს დიდ ზიანს აყენებს. მასზე უარესი მხოლოდ ალუმინის ჟანგი თუ იქნება. უფრო თანამედროვე პასტები შეიცავს სილიციუმის დიოქსიდს ან ნატრიუმის ბიკარბონატს - სოდა, რომელიც ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევაა.

კბილის პასტის კიდევ ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ანტიბაქტერიული ნივთიერება. ჩვეულებრივ იყენებენ ტრიკლოზანს, ქლორგექსიდინს ან მეტროგილს, რომლიც ანადგურებს მიკროორგანიზმებს პირის ღრუში. თუმცა, ამასთან ერთად სასარგებლო მიკროფლორაც ნადგურდება. პასტის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს კალციუმის შემცველობას. უმჯობესი იქნება თუ მის შემადგენლობაში იქნება კალციუმის გლიცეროფოსფატი.

4. ფტორის შესახებ


imageკბილის პასტების უმრავლესობა ფტორს შეიცავს, რომელიც ფაქტობრივად ძლიერ შხამს წარმოადგენს. თუმცა, მცირე რაოდენობით მისი გამოყენების მეშვეობით, ბრწყინვალედ ხდება კბილის მინანქრის მინერალიზაცია. ადამიანისთვის ფტორის დღიური ნორმა შეადგენს 2-3 მგ. – 1/3 -ს იღებს საკვებთან ერთად, ხოლო 2/3 - წყალთან. ფტორს შეიცავს თევზი, ჩაი და ვაშლი.

პირველად კბილის პასტა ფტორის შემადგენლობით გამოჩნდა 1856 წელს. როგორ მუშაობს ფტორი? მისი იონები ეფინება კბილის მინანქარს და ქმნის მყარ ნაერთს კალციუმთან –ფტორაპატიტს, რომელიც უფრო მტკიცეა, ვიდრე კბილის ქსოვილი. გარდა ამისა, ფტორიდები ბაქტერიებს არ აძლევს კბილის ემალის განადგურების საშუალებას. ხშირ შემთხვევაში კბილის პასტებში იყენებენ იაფ ნატრიუმის Monofluorophosphate და ნატრიუმის ფტორიდის. იშვიათად იყენებენ ნივთიერებას, რომელიც საუკეთესოა კბილის მინანქრისთვის – ამინოფტორიდი. ფტორის შემცველობა კბილის პასტაში მოწმობს, რომ მასში ცარცი არ არის, რადგან ფტორი და ცარცი შეუთავსებელია.

5. ყველაზე ძვირიანი კბილის პასტა


image


ყველაზე ძვირიანი კბილის პასტის Theodent –ის ტუბი 100$ ღირს. მწარმოებლები თვლიან, რომ პასტას უნიკალურს ხდის ინოვაციური ნივთიერება rennou, რომელიც მზადდება კაკაოს მარცვლებისგან და ფტორის ალტერნატივას წარმოადგენს. ეს ნივთიერება მტკიცე მინანქრის მეორე ფენას ქმნის კბილებზე. ამასთან, კბილის პასტა სრულიად უსაფრთხოა

6. უჩვეულო კბილის პასტები



image


კბილის პასტები გათვლილია სხვადასხვა მომხმარებელზე, მათ შორის ბავშვებსა და ექსცენტრიულ ადამიანებზე. მაგალითად, აშშ-ში უშვებენ პასტას ბეკონის არომატით, რომლის რეკლამაც ჰპირდება თავის მომხმარებლებს, რომ ბეკონის გემო 6 საათის მანძილზე გაყვებათ. ასევე, არსებობს კბილის პასტა ალკოჰოლის მოყვარულებისთვის – მის ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს შოტლანდიური ვისკი და ბურბონი. ამასთან, არსებობს შამპანიურის გემოთიც. საფრანგეთში სისხლისფერ კბილის პასტას უშვებენ, რომლის შემადგენლობაში შედის ძირტკბილა, მიხაკი და პიტნა. იაპონიაში კვლავ აგრძელებენ ნახშირის შემადგენლობით პასტის წარმოებას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს კორეაში.


0
708
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0