x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ჯანეტ ქერდიყოშვილი მის ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს იხსენებს

image
ულამაზესი
"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოს "მის სამყაროს" კონკურსზე წარადგენს. მან "მარაო რუსთავი 2"-ის გადაცემა "სელფში" საკუთარ თავზე ისაუბრა. როგორც გაირკვა ჯანეტი ხან საქართველოში, ხანაც რუსეთში იზრდებოდა. ორივე ენასა და კულტურას კარგად იცნობს, თუმცა სამშობლო განსაკუთრებულად უყვარს. ულამაზესი ჯანეტი ჯერ დაქორწინებული არ გახლავთ და შესაბამისად, საქართველოში ბევრისთვის სასურველ სარძლოდ ითვლება..

ჯანეტის მტკიცებით, მისი ცხოვრება არც ისეთი ლამაზი და უდარდელია, როგორც ეს გარედან ჩანს. ყველაზე მძიმე პერიოდი მის ცხოვრებაში 2011 წელს იყო, ჯანეტს საკუთარი ტიტულით ტკბობა არ დასცალდა, მისი და გარდაიცვალა. 10 წლის ანეტი ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

"მე და დედაჩემი გავედით საქმეებზე, მოსამზადებელი პერიოდი იყო, მის მსოფლიოზე მივემგზავრებოდი. სახლში დავტოვეთ ჩემი ძმა და ჩემი და, ანეტი. 10 წლის იყო, ძაან მაღალი იყო, თანადი, პუტკუნა ხელებით, ლოყებით... ვიღაცეებმა დაიწყეს კარებზე რეკვა. მას შეეშინდა, ვიღაც რეკავდა, თან მარტო იყო. ეტყობა, ისე გააღო ფანჯარა, ვერ დაიჭირა წონასწორობა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ 40 დღეც არ იყო გასული, როცა მის მსოფლიოზე გავემგზავრე. თან უარს ვერ ამბობ, შანსი არ გაქვს, რომ არ წახვიდე. ახლა რომ ვფიქრობ, იმდენად შოკირებული ვიყავი ვერ ვხვდებდი რას ვაკეთებდი. ეს პერიოდი იმაზე ვფიქრობდი, როდის დავბრუნდებოდი სახლში. ყოველღამე იძინებ და თან რაღაც გახრჩობს. ვერც ვტიროდი, რადგან მეორე დღეს დასიებული თვალებით არავის სჭირდები. ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებდა"-იხსენებს ჯანეტ ქერდიყოშვილი.

imageimage

0
1001
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0