x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134600
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
ჯინი

image


ჯინი( الجن)არის ზებუნებრივი ქმნილება არაბული მითოლოგიაში . ის პირველად ნახსენებია ადრეულ არაბულ წყაროებში, თუმცა მათზე საუბარი გვხვდება აგრეთვე ყურანში .ისინი ცხოვრობენ უხილავ სამყაროში რომელიც ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს მიღმაა. მათი სხეული ცეცხლისაგან ან ჰაერისგან შედგება, რომელთაც შუძლიათ ადამიანის ან ცხოველის ფორმის მიღება. ადამიანის მსგავსად ჯინი შეიძლება იყოს ბოროტი ან კეთილი, მათ აქვთ ადამიანის მსგავსად თავისუფალი ნება . შაითანი ჯინები აღიქმება დემონის ექვივალენტად . ჯინები არ არიან ანგელოზები და ყურანი მკვეთრად ყოფს ამ ორ ქმნილებას ერთმანეთისგან.

image

ყურანში აღნიშნულია აგრეთვე ის ფაქტი, რომ იბლისი (აზაზელი)არის ერთ-ერთი ჯინი. იბლისი ( إبليس ) იბლისი არის ეშმაკი ისლამში, თავიდან ის ალლაჰის მორჩილი იყო, თუმცა როდესაც ალლაჰმა მას უბრძანა თავი დაეხარა ადამისთვის, ის სიამაყის გამო არ დაემორჩილა და უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე და ამის გამო სამოთხიდან გამოაძევეს .იგი შემდგომ ადამის შეცდენასაც შეეცადა, რომ აკრძალული ხილი ეჭამა. მან დაიფიცა, რომ კაცობრიობას ცოდვაში ჩაძირავდა. ყურანის მიხედვით ჯინი ალლაჰმა შექმნა უკვამლო ცეცხლისაგან, როდესაც წინასწარმეტყველი მუჰამადი გამოგზავნა მან დედამიწაზე, ის ქადაგებდა არამხოლოდ კაცობრიობისთვის, არამედ ჯინებისთვისაც.



image











ჯინი უხილავია ადამიანებისთვის, თუმცა ისინი ჩვენ გვხედავენ, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უმოკლეს დროში უზარმაზარი მანძილი გაიარონ სწრაფად. ადამიანების მსგავსად განკითხვის დღეს მათაც მოეკითხებათ ცოდვები და გაიგზავნებიან ან ს ამოთხეში ან ჯოჯოხეთში.
ჯინების სოციალური წყობა ძალიან გავს ადამიანისას მაგალითად მათ ჰყავთ მეფეები, სასამართლოები, ქორწილები და ა.შ . ჯინის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს . აგრეთვე გადმოცემის თანახმად აღსანიშნავია, რომ სოლომონს ემსახურებოდნენ ჯინები (სოლომონ ბრძენი) ისინი სამეფო კარზე ასწავლიდნენ ადამიანებს. სოლომონი მათ უამრავ საქმეს ავალებდა.
ჯინის შესახებ ისტორიები გადმოცემულია არაბულ ფოლკლორში :„ათას ერთ ღამეში“, აგრეთვე „ მეთევზე და ჯინი“ „ალლადინსა და ჯადოსნურ ლამპარში“.



image

0
253
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
253