x
image
K.P.
"ძალიან ცდებით ჩემს დას და ჩემს სიძეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი"-მაგდა პაპიძის და

image
დღეს, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი მამა-შვილი დაკრძალეს. მომხდრში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატომრობა მიესაჯა. მოკლა თუ არა ახალგაზრდა ქალბატონმა ქმარ-შვილი ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

საზოგადოების ინტერესი მომხდარისადმი არ ცხრება. მაგდა პაპიძემ განაცხადა, რომ სხვა მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ის ასევე ამტკიცებს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და მას სულ ეჩხუბებოდა. მეტიც მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა:"ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ ერთად ცხოვრებას ვაგრძელებდით. ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო, როცა სვამდა". ბრალდებულმა ქმარ-შვილის მკვლელობა ჯერ აღიარა, შემდეგ კი უარყო:"არც შვილი მომიკლავს და არც ქმარი. რომც დამჩეხონ, ამ მკვლელობას არასოდეს ვაღიარებ".

მაგდა პაიძის და, ლანა სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მის დასა და სიძეს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. "ჩემები და ყველას ვისაც გონია რომ მათ შორის არ იყო სიყვარული გეტყვით რომ ძალიან ცდებით ჩემ დას და ჩემ სიძეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი"-წერს ლანა. გოგონა ამტკიცებს, რომ მისი და შვილს არ მოკლავდა, რადგან მაგდა ყურადღებიანი და თავდადებული დედა იყო. "მე მხოლოდ შენ გისმენ უფალო სხვას არავის, მომეცი უფალო ძალა ავიტანო ეს ტკივილი. შენ გაბარებ დედას, მიცოცხლე დედა უფალო, მიეცი ძალა ეს ტანჯვა აიტანოს.მე მხოლოდ შენ გენდობი და შენ ხმას ვუსმენ უფალო, მხოლოდ შენ უწყი უფალო იმ ღამეს რა ხდებოდა შენზე ვარ მონდობილი ღმერთო"-წერდა ლანა პაპიძე ორიოდე დღის წინ. imageimage

0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0