x
image
hamunaptra1990
10 საუკეთესო საშინელებათა ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ (I ნაწილი).
imageEden lake[2008] - ახალგაზრდა წყვილი დროის გასატარებლად ქალაქგარეთ ველურ ტყეში ზეციურ ტბაზე მიემგზავრება... განმარტოებულ წყვილს აგრესიული მოზარდების ბანდა მიადგება. მათი შეჩერება შეუძლებელია. შეძლებენ კი ისინი ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევას?



imageWrong turn 4[2011] - მეგობართა ჯგუფი თოვლმავალთა საშუალებით მიემგზავრებიან სასეირნოდ. ქარბუქის დროს მათ არასწორად გადაუხვიეს და ასცდნენ სწორ გზას. აქ კი მათ ელოდებათ შეხვედრა მუტანტ-კანიბალებთან.




imageFrozen[2010] - სამი მეთხილამურე ჩარჩებიან მთებში პარასკევს საღამოს. ისინი იძულებულები არიან მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებზეც მათი სიცოცხლეებია დამოკიდებული, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ გაიყინებიან, რადგან კურორტი გაიხსნება ორშაბათს.



imageSee no evil[2006] - მიტოვებულ, დაძველებულ ოტელში ბინადრობს ფსიქოფატი ჯეკობ გუდნაითი, რომლის თავის ქალაში ჩადგმულია რკინის დისკი. ორ მეტრიანი გიგანტი 180 კილოს იწონის.. თავის მსხვერპლებს თვალების გარეშე ტოვებს...




imageThe hills have eyes[2006] - კარტერების ოჯახი, ამერიკაში მოგზაურობისას, ავარიაში ხვდება და აღმოჩნდება ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ, საიდუმლო ბირთვულ ზონაში. კარტერები აღმოაჩენენ, რომ ამ უკაცრიელ ზონაში ბინადრობს სისხლის მწყურვალი მუტანტების ოჯახი, რომლებიც მათზე იწყებენ ნადირობას...




imageHouse of wax[2005] - ავტომობილის გაუმართაობის გამო ახალგაზრდების კომპანიას დახმარების თხოვნა, პატარა მივიწყებული ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მოუწევთ. ამ ადგილების მთავარი ღირსშესანიშნაობა, რა თქმა უნდა სახლია. სადაც დიდი რაოდენობით ზედმეტად რეალური ცვილის ფიგურებია. შიში შეიპყრობს დაუპატიჟებელ სტუმრებს, როდესაც ისინი გაიგებენ, რომ ვიღაცას თავისი კოლექციის გაფართოება სურს...



image

Drag me to hell[2009] - ბანკის თანამშრომელი კრისტინ ბრაუნი უარს ეტყვის კრედიტის გაგრძელებაზე უცნაურ მოხუც ქალს. რომელიც სინამდვილეში დემონი აღმოჩნდება. ალქაჯი გოგონას დაწყევლის - კრისტინს აქ სამი დღე იმისათვის, რომ მოიხსნას ის, სხვა შემთხვევაში მას ჯოჯოხეთში ჩაითრევენ.


imageThe descent 2[2009] - წარმტაცი ექსპედიცია მთის გამოქვაბულებში გოგონებისთვის საშინელ ტრაგედიად ტრიალდება, ცოცხლად მხოლოდ ერთი გოგონა რჩება. დაჭრილი და შიშისგან შოკში მყოფი ადგილობრივ პოლიციაში მიდის. შერიფს არ სჯერა მისი საშინელი ისტორიის, მაგრამ გააგზავნის ჯგუფს შემთხვევის ადგილას ყველა შემთხვევისთვის...



image
The texas Chainsaw massacre- The beginning[2006] - ძმები თავის მეგობარ გოგონებთან ერთად მიდიან საავტომობილო მოგზაურობაში. გზაზე ისინი ავარიაში მოყვებიან და აქ გამოჩნდება ადგილობრივი შერიფი, რომლის გაცნობაც ნამდვილი კოშმარის საწყის წერტილად იქცევა. ისინი აღმოჩნდებიან ბნელ სახლში, რომლის კედლებშიც დაუნდობელი მკვლელი იზრდება სახელად ტყავის სახე...

image


Frontiere(s)[2007] - დამნაშავეთა დაჯგუფება ძარცვის შემდეგ იმალება ტყეში. დროებითი თავშესაფარის ძებნაში ისინი გამოვლენ დიდი ხნის მიტოვებულ ფაბრიკასთან, რომელიც სტუმრების საკვირველად დასახლებული არმოჩნდება. სამაშველო თავშესაფრის მეპატრონეები არ გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით. სულ მალე წარუმატებელი ბანდიტები მიხვდებიან, რომ კანიბალების ტყვეები გახდნენ, რომლებმაც მოუმზადეს თავის მდგმურებს საშინელი სიკვდილი.



0
383
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0