x
image
beko777
ჟურნალი „დილა“ 111 წლის გახდა

imageმსოფლიო პრაქტიკაში არცისე მარტივად მოიძებნება პერიოდული გამოცემა, რომელიც არსებობიდან ამდენ წელს ითვლის, - 2015 წლის 24 დეკემბერს „არტ-გალერეაში“ ჩატარდა საბავშვო ჟურნალ „დილას“ საარქივო გამოფენა, რომელსაც ესწრებოდნენ გამოჩენილი მხატვრები, მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები და რაც მთავარია ჟურნალის ერთგული, ყველა თაობის მკითხველი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალის გარე ყდის დიზაინები მოყოლებული ჟურნალიოს დაარსების ანუ 1904 წლიდან - დღემდე, იმ მხატვართა ნამუშევრები რომლებიც საუკუნეზე მეტი პერიოდის მანძილზე სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ გამოცემასთან, გამოფენილ იყო ერთ-ერთი პირველი ქართული კომიქსის „ბოცო და გვანცას“ კლასიკად ქცეული ნამუშევრები და სხვა უამრავი ნახატი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბავშობაში მოგზაურობის სურვილი გაუღვიძა.
ჟურნალი პირველად 1904 წელს გამოვიდა და დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას. გამოცემის პირველი სახელწოდება - „ოქტომბრელი“ იყო, მეოერე მსოფლიო ომის დროს ჟურნალის გამოცემა დროებით შეწყდა და განახლდა 2 წლის შემდეგ ახალი სახელწოდებით „დილა“.
imageგამოფენის იდეა ჟურნალის რედაქტორს დოდო წივწივაძეს ეკუთვნის, რომელიც ათეული წლებია ჟურნალის რედაქტორია. ის და მისი რედაქციის მცირე კოლექტივი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჟურნალმა არსებობა არ შეწყვიტოს და ერთგულ მკითხველს ახალ ახალი და საინტერესო საბავშვო ამბები მიაწოდოს, მითუმეტეს გლობალიზაციისა და ინტერნეტიზაციის სამყაროში ეს მისია თანდათან უფრო რთულდება, ამის გამო ჟურნალს პრობლემებიც აქვს და შესაძლებელია, რომ 111 წლის ჟურნალმა არსებობა უბრალოდ - შეწყვიტოს.


აქვე შეგახსენებთ, რომ 2013 წელს კულტურის სამინისტრომ, მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, საბავშვო გამოცემას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ავტორი მარიამ კახაბრიშვილი


imageimageimageimageimage




1
59
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
59
  
2015, 25 დეკემბერი, 14:37
ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ჟურნალი :) "ბოცო და გვანცაზე" ყველაზე მეტად მწყდება გული. რა კარგი იქნებოდა ოდესმე მულტფილმად რომ გადაეღოთ...
0 1 1