x
image
K.P.
ნინი ონიანი თამამი ფოტოებით ინტერნეტსივრცეს იპყრობს

image
ულამაზესი ნინი ონიანი, რომელსაც ქართველ სექსსიმბოლოდ მოიხსენიებენ ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პროფესიით ფარმაცევტია. ბოლო კურსზე იყო, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისი საქმე არ იყო. ნინის მშობლება წლების წინ დაშორდნენ, როდესაც გოგონა 5 წლის იყო. მას შემდეგ მამა მისით აღარ დაინტერესებულა. ნინი წამოიზარდა და მამა და ბებია მოინახულა, შეხვედრამ გულთბილად ჩაიარა, თუმცა ურთიერთობა მაინც არ გაგრძელდა. გოგონამ გადაწყვიტა თავი შოუბიზნესში დაემკვიდრებინა და სერიალ "დეტექტივებში" თამამი როლი შეასრულა. "იყო ისეთი სცენები სადაც შიშველი ვიყავი, მხოლოდ ტრუსები მეცვა. თავიდან მეგონა ვერ შევძლებდი. გავიცანი ის ადამიანი ვისთანაც უნდა მეთამაშა ეროტიული სცენა. მასთან ცალკე რეპეტიცია მქონდა, კოცნა და მთელი ამბები, რომ მერე გადასაღებ მოედანზე პრობლემა არ გვქონოდა. შემდეგ იყო უკვე გოგოსთან სცენები. ძალიან რთულია, ჩვეულებრივი სექსი გვქონდა თავის კოცნით და ყველაფრით. ძნელია გადასაღებ მოედანზე შიშველი ყოფნა, როდესაც ამდენი ხალხი გიყურებს"-იხსენებს ნინი. ნინის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღება მიექცია და ქართულ შოუბიზნესში თავი დაემკვიდრებინა. ბევრი მცდელობის შემდგომ გოგონამ ეს ყველაფერი შეძლო. ის ამჟამად გადაცემა "ქალთა სახეების" მსახიობია. ნინი დროდადრო გვანებივრებს ახალ-ახალი თამამი ფოტოებით. ამჯერად ის სოციალურ ქსელში ნახევრად შიშველ ფოტოებს აქვეყნებს. ქართულმა საზოგადოებამ ნინის ფოტოები აიტაცა. გოგონას აკრიტიკებენ და მისი სხეულითაც მოხიბლულნი არიან. imageimage

0
748
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0