x
image
K.P.
"ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეთ"-მორიგი ბრალდება მანანა კობახიძეს

image
უკვე რამდენიმე დღეა, რაც მანანა კობახიძის გარშემო ბრალდებების კორიანტელი ტრიალებს. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. "ქალბატონო მანანა, იქნებ ახლა მაინც ჭამოს სამართალმა პური და იქნებ ახლა მაინც დაინახონ თქვენი ნამდვილი სახე. თქვენ უაზრო ინტრიგებს შეეწირა ჩემი არამარტო საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეობა, არამედ ჩემი ოჯახიც. იქნებ მეც ამოვყარო ის მესიჯები, როგორ მაიძულებდით "ნაციონალების" მიერ დაფუძნებული გაზეთის უტენდეროდ და შეუსაბამოდ დიდი თანხით დაფინანსებას. როცა ვერ გამტეხეთ და კატეგორიულად გითხარით, რომ თქვენ გამო კანონს არ დავარღვევდი, ეს გაზეთი წააქეზეთ ჩემ წინააღმდეგ და რამდენიმე ნომერი მხოლოდ ჩემ ლანძღვას მიეძღვნა. ეს გაზეთი მამამ წაიკითხა და უჯანმრთელესი კაცი ინსულტით გარდაიცვალა, მამის სიკვდილი ვერ გადაიტანა ავადმყოფმა დედამ... მამის გარდაცვალების მეორე დღეს საჯაროდ ვაპირებდი საკრებულოს თავმჯდომარეობის დატოვებას და საჩხერიდან ამოწერასაც კი, სანამ თქვენ იქნებოდით მაჟორიტარი დეპუტატი. ამ განზრახვაზე ხელი "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ამაღებინა მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. "ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან ჩემი ყველა ამბიცია დავივიწყე და გვერდით ერთგულად დაგიდექით, მაგრამ ესეც ვერ დაინახეთ. თუმცა თქვენ თითონ აღიარებდით მოსახლეობასთან შეხვედრებზე რომ საჩხერეში რამდენი გიწვალია და გიშრომია, ეს უნდა დაგიფასდესო. კი, კარგად "დამიფასეთ". როდის გადამემტერეთ ასე ძალიან? ალბათ მაშინ, როცა თქვენი "გუნდის" სერიოზული ფინანსური დარღვევების შესახებ პროკურატურას მივმართე და გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე მანამდე პარლამენტში თქვენი ნახვა მინდოდა. თქვენ თავი "დაიმდაბლეთ" და გვიან საღამოს საკრებულოში "გვეწვიეთ". რომ ვიცოდი ჩემს მიმართ თქვენი დამოკიდებულება საკრებულოს წევრებიც დავტოვე და ჩვენ "საუბარს" მოწმეებიც ყავს. როდესაც თქვენ უკადრებელი იკადრეთ და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვით, მაშინ გითხარით, სირცხვილია პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყოთ, რატომ მარჯვენა არ მომტყდა ხმა რომ მოგეცითთქო! ახლაც იგივეს ვიმეორებ. ამის მერე აღარავის უკვირდა რატომ მიქციეთ ცხოვრება ჯოჯოხეთად. იქნებ ვინმემ იცის, რატომ არ გაიხსნა ის საქმეები დღემდე.

სამაგიეროდ, საჩხერეში ყველამ იცოდა რომ თქვენი თანადგომის მისაღწევად ჩემთან უნდა გამოეცხადებინათ ომი. ასე შეიქმნა იმ გაზეთის თანამშრომლებისთვის ახალი ადგილები. თქვენთვის ტელეფონიც კი გამითიშია, ისტერიულად რომ მლანძღავდით ხოლმე. წინა საკრებულოში დარჩენილი ნაციონალების ხელით რამდენჯერმე ჩემი იმპიჩმენტიც კი სცადეთ, მათ სანაცვლოდ ჩემ ადგილს პირდებოდით მაგრამ არ გამოგივიდათ. მათ ხვდებოდით საჩხერეში რომ ჩამოდიოდით, ჩემთან კი არასოდეს გითანამშრომლიათ. ჩვენი თურმე " ქალური ომის" ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა. თქვენგან "დაბლოკვას " სულ ვგრძნობდი, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ დავრბოდი პროექტებისთვის, მაგრამ სიამაყით და მათ სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მათი უდიდესი მორალური და საქმიანი მხარდაჭერით განვახორციელეთ ის პროექტები, რომლებიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დასრულდა და თქვენ "სიამაყით" ჭრით ლენტებს"-წერს ქალბატონი ინგა ზაბახიძე სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ის ქალბატონ ინგას საპასუხოდ ბარბარობას ულოცავს: "ჩემო ინგა, გილოცავ ბარბარობას! გისურვებ წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს! და კიდევ, თქვენი პარტიის ლიდერები არ ჩაგეყენებინოთ ბოდიშის მოხდის მდგომარეობაში, როგორც ეს, სამწუხაროდ, ბატონ დავით ბერძენიშვილს გუშინ მოუწია პარტიის სახელით და თქვენს მაგივრად, თქვენს მიერ, თქვენივე სიტყვებით -”გულისმოსაფხანად” "დაპოსტილი", ჩემს მიმართ გამოთქმული, უსაფუძვლო განცხადების გამო! მხოლოდ კეთილი სურვილებით!"

0
742
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0