x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
მელანქოლიის ქალაქი


image

2015 წლის 25-30 ნოემბერს აზერბაიჯანის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა განჯამ სრულიად ორიგინალურ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა. პროექტი “ახალგაზრდა ევროპელი მწერლების თვალით დანახული განჯა 2016“ გამიზნული

იყო ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის ევროპის 11 სახელმწიფოდან. პროექტში მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენდნენ საქართველო, თურქეთი, ჩეხეთი, ლიტვა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა და
მაკედონია.


როგორია ქალაქი განჯა და რა მნიშვნელობის მატარებელია ის როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის? ამ კითხვაზე ამომწურავი
პასუხის გაცემა მხოლოდ ამ ქალაქში ვიზიტითაა შესაძლებელი, თუმცა, მე მაინც შევეცდები სიტყვებით გამოვხატო ის შთაბეჭდილება, რასაც ამ ქალაქისგან არ ველოდი.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია აზერბაიჯანის, როგორც ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყნის წარმატება კონკურში - European Youth Capital. ამ კონკურსის გამარჯვებული ქალაქი სწორედ განჯა გახდა. საინტერესოა, თუ რამ განაპირობა ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი აზერბაიჯანული ქალაქის გამარჯვება ევროპული მასშტაბის კონკურსში?!



განჯა ბაქოს შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია აზერბაიჯანში. ამ ქალაქში ყველზე მეტად იგრძნობა წარსული საუკუნეების ნაკვალევი, რომლის ქუჩებში სიარულისას და ადგილობრივ ხალხთან კონტაქტისას ჩნდება სრულიად რეალური „სიძველის“
განცდა. მრავალჯერ შეცვლილი სახელი, მრავალი კულტურის მიმღები, სხვადასხვა დიდი პოეტისა და ჰუმანისტის საცხოვრებელი ადგილი, გამორჩეული ისტორიული არქიტექტურა - სწორედ ასეთია განჯა. ამ ქალაქში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიზამი განჯევი, რომელიც ავტორია ყველასთვის ცნობილი სასიყვარული პოემისა „ლეილი და მეჯნუმი"... ამ ქალაქში გარდაიცვალა ქართული რომანტიზმის კაშკაშა ვარსკვლავი - ნიკოლოზ ბარათაშვილი... ეს არის ქალაქი, სადაც მელანქოლია საკუთარ ადგილს ყოველთვის ინარჩუნებს...


დღევანდელი განჯა განსაკუთრებით საინტერესო იქ მცხოვრები ახალგაზრდობითაა. აღმოსავლური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების „ტყვეობაში“ მოქცეული განჯელი ახალგაზრდობა მუდმივად ცდილობს ნაწილი გახდეს ევროპული კულტურისა
და დასავლური ცხოვრების სტილის. ამ ქალაქში ჩატარებულმა საერთაშიროსი პროექტმა არნახული რაოდენობის ახალგაზრდები მოიზიდა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოხალისეობდნენ პროექტის მსვლელობაში. ხსენებული პროექტი ადგილობრივი მოხალისეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა, რომლებიც ინტენსიურად ითვისებდნენ უცხო კულტურას, იდეოლოგიას და რა თქმა უნდა, უამრავ მეგობარს. თავისი ისტორიული მნიშვნელობისა და ახალგაზრდების ამგვარი ენთუზიაზმის
წყალობით განჯას სრულიად სამართლიანად ეწოდა „ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი.“



image


image















image






























image

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჭუმბურიძე
ელენე ჭუმბურიძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0