x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სად და რატომ წავიდა „საქართველოს ბანკის“ „ძველი“ სანტა?

“საქართველოს ბანკი'' უკვე წლებია, რაც თავის მომხმარებელს სახალისო სარეკლამო რგოლებით ანებივრებს. ყველამ კარგად ვიცით ნარჯისფერ სამოსში გამოწყობილი სანტა თავის ფიფქიასთან ერთად, რომლის გამოჩენა ეკრანებზე საახალწლო განწყობას გვიქმნის. ეს სანტა ირაკლი ჭირაქაძეა, ხოლო მისი თანმხლები ფიფქია - ყველასათვის ნაცნობი მსახიობი რუსკა მაყაშვილი.
მოახლოვდა შობა-ახალი წელი და ჩვენც ველოდებით “ORANGE SANTA''-ს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ჭირაქაძე სანტას როლში აღარ მოგვევლინება, ამიტომაც „საქართველოს ბანკი“ სარეკლამო რგოლებისთვის ახალ სანტას არჩევს და ქასთინგებს ატარებს. სანტას სტატუსის და პრიზის მოსაპოვებლად უამრავი კანდიდატი იბრძვის, კონკურენცია დიდია, ვინაიდან მომავალი ORANGE SANTA მიიღებს 3-წლიან კონტრაქტს „საქართველოს ბანკისგან” და, ჯამში, 3 წლის განმავლობაში – 50.000 ლარის ოდენობის ჰონორარს. თუმცა, ბევრს აინტერესებს, სად და რატომ წავიდა „საქართველოს ბანკის“ ძველი სანტა.
ამ თემასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ იყო გაცხადებული, თუმცა ერთ-ერთი საინფორმაციო დაუკავშირდა ირაკლი ჭირაქაძეს, რომელმაც თქვა, რომ ის ახლა მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მუშაობს. მან გაიხსენა, როგორ იღებდნენ მხიარულ სარეკლამო რგოლებს, რომელმაც პოპულარობა მოუტანა. ამ პერიოდს და ბანკთან ხანგრძლივ ურთიერთობას სასიამოვნოდ იხსენებს. მისი თქმით, არ უნდოდა, მაყურებლისთვის თავი მოებეზრებინა და ამიტომაც, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ირაკლი ჭირაქაძე მომავალ სანტას გულშემატკივრობს და მისთვის არც რჩევებს იშურებს.

image

0
1371
13-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0