x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ვენის ტორტი ჯემით
ვენის ტორტი ჯემით



მასალა ცომისთვის:


კარაქი - 250 გრ.

ნიგოზი - 250 გრ.


შაქარი -150 გრ.

კვერცხი - 5 ცალი

შაქრის პუდრი - 50 გრ.

ფქვილი - 50 გრ.

გამაფხვიერებელი - 5 გრ.

მარილი - 2 მწიკვი


გულსართი:


ფორთოხლის (გარგრის, ალუბლის) ჯემი - 100 მლ.


შოკოლადის მინანქარი:


ნაღები (33-35%) - 110 მლ.

შაქრის პუდრი - 2 ს. კ.

შავი შოკოლადი (70% კაკაო) - 100 გრ.

კარაქი - 35 გრ.


საცხობი ფორმა – 22 სმ


მომზადება:


1. დააბლენდერეთ ან მანქანაში გაატარეთ ნიგოზი > გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა > ცილა შედგით მაცივარში 10-15 წთ.

2. ერთმანეთს შეურიეთ შაქრის პუდრი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და 1 მწიკვი მარილი.

3. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად > სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გული, ისე რომ, თქვეფა არ შეწყვიტოთ > დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და ათქვიფეთ მასა დაბალ სიჩქარეზე.
4. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, 1 მწიკვ მარილთან ერთად. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა, რომელიც თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გაინძრევა > დაამატეთ შაქრის პუდრა და ისევ ათქვიფეთ

5. ფრთხილად შეურიეთ ცილა დანარჩენ მასას. ეს უნდა გააკეთოთ ხის ან პლასტიკატის კოვზით. ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად.

6. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი > მოათავსეთ შიგნით ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით.

7. ბისკვიტი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე > გაჭერით ორ ფენად > ქვედა ფენას წაუსვით ჯემი და ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა.
8. შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ და მოათავსეთ პატარა თასში > პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ შაქრის პუდრა, მოურიეთ და ცეცხლზე დადგით > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, მაგრამ არ აადუღოთ > ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით შოკოლადს > გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 2-3 წუღი და შემდეგ ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

9. მინანქარი რომ შეგრილდება, გადაუსვით გამზადებულ ბისკვიტს.

ვენის ტორტი ჯემით

0
358
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0