x
image
K.P.
"ადამიანობა "ჯაჯანიძე-ნანუკა-ასათიანის შოუს" გარჩევას არ ნიშნავს…"-ქეთი ფარესაშვილი

image
მომღერალი ქეთი ფარესაშვილი, რომელსაც სამბას ქართველ დედოფალს უწოდებენ, ტელეეკრნებზე იშვიათად ჩნდება. ამჯერად ის სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსს ავრცელებს, რომელმაც ერთგვარი სკანდალიც კი გამოიწვია. "ცხოვრებაში მომრავლდა პროვინციალური აზროვნების ადამიანები, ჩემი მეცნიერებისადმი, განვითარებისადმი ლტოლვამ, სნობიზმის, ამპარტავნების, დათრგუნვის მიზნით ჩატარებულმა მუშაობამ საკუთარ თავზე წლების წინ, მიმიყვანა იქამდე, რომ ყველა ღმერთის შვილია და ადამიანების დიფერენციაცია არ ვარგა – ძლიერიდარტყმები მივიღე… გდავეყარე მდაბიო არსებებს, რომელთა ინტელექტუალური მონაცემები უდაბლეს სიხშირეზეა და უბრალოდ, გაღიზიანებს; ისინი ვერ კმაყოფილდებიან მხოლოდ ურთიერთობით, მეორე ეტაპია გაჯიბრება-გატოლება, მესამე თავზე დაჯდომა, მეოთხე – მსუბუქად რომ ვთქვათ, გადაჯოკრა, გადაბიჯება, ანუ მათი გაგებით, არა ნაკლებები, არამედ უკეთესები ვართ! (კი ბატონო, იყავით…).

ბევრი და განსაცვიფრებლად მრავალფეროვანი ეტაპი აქვთ. ჩემი საყვარელი ეზოთერული მეცნიერებიდან ვიცოდი, რომ 2012 წლიდან სამყაროში სიტუაცია უნდა დამძიმებულიყო, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ყველაფერი მართლდება, რაც წერია. 2016 წლიდან უკეთესობისკენ უნდა წავიდეს, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა დალაგდეს, ჯერჯერობით კი ჩემსცხოვრებაში მომრავლდა ნეგატიურად დაძეძგილი ჯავრის ყრით გამწარებული არსებები, მიჭირს, მათ ადამიანი ვუწოდო, რადგან სიტყვა ადამიანს სხვა მნიშვნელობა აქვს, მარტო ჭამას, სექსსა და „ჯაჯანიძე-ნანუკა-ასათიანის შოუს“ გარჩევას არ ნიშნავს…"-წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

0
316
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0