x
image
გვანცა1234
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, გამოყენებულ ჩაის პაკეტებს აღარასოდეს გადააგდებთ

დარწმუნებული ვარ ჩაის პაკეტებს გამოყენებისთანავე ნაგვის ყუთში უკრავთ თავს. ასე ვიქცეოდი მეც მანამ, სანამ მისი თვისებების შესახებ არ შევიტყვე. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რომლის წაკითხვის შემდეგაც, გამოყენებულ ჩაის პაკეტებს აღარასოდეს გადააგდებთ.

# მოიშორეთ თვალის სიწითლე
თვალის სიწითლისგან თავის დასაღწევად ჩაყარეთ
რამდენიმე ჩაის პაკეტი ცივ წყალში, დაახლოებით 2 წუთი. მოათავსეთ ისინი
თქვენს ქუთუთოებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. სიწითლე თანდათან
შემცირდება, რადგან ჩაის პაკეტები, როგორც ანტიოქსიდანტები შეიწოვენ
გაღიზიანებას. image# გამოიყენეთ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელში
თქვენი ტანსაცმლის სუფთა და
სასიამოვნო სუნის შესანარჩუნებლად, შეინახეთ გარდერობში გამოყენებული და
გამხმარი ჩაის პაკეტები. ასევე შეგიძლიათ თითი-თითო ჩაის პაკეტი მოათავსოთ
ფეხსაცმელებში. ეს ხელს შეუწყობს უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.image

# მოიშორეთ მღრღნელბი და სხვა აბეზარები
მღრღნელებს, ობობებს და სხვა ბევრ მწერს არ უყვარს ჩაის სუნი, ამიტომ კარგად გააშრეთ ჩაის პაკეტები და დააწყვეთ იმ ადგილებში, სადაც მღრღნელები შეგიმჩნევიათ. ამ ხერხით მალე მოიშორებთ მათ.image# ჩაის პაკეტები აკნესთვის
თუ თქვენ გაქვთ აკნე ან გამონაყარი, დაიდეთ მასზე ჩაის პაკეტის ცივის კომპრესი და შედეგს თვითონვე ნახავთ.image# ჩაის პაკეტები მაცივარში
მოათავსეთ ჩაის პაკეტები მაცივარში და დაემშვიდობეთ უსიამოვნო სუნს. image

5
382
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
382
  
2015, 8 დეკემბერი, 20:32
მადლობაა
2015, 8 დეკემბერი, 20:32
გაიხარე მეგობარო
2015, 8 დეკემბერი, 20:30
მეც ძალიან მომეწონა სტატია:)
2015, 8 დეკემბერი, 20:25
გავაზიარე, სხვებმაც გაიგონ, რა სასარგებლო ყოფილა პაკეტის ჩაი
2015, 8 დეკემბერი, 20:21
ძალიან საინტერესო სტატია არის. აქამდე პაკეტის ჩაიზე მარტო ის ვიცოდი, რომ შიგნით უხარისხი ჩაის ფხვნილი არის და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. კარგია, რომ მისი გამოყენება ასე მაინც შეიძლება.
0 1 5