x
image
K.P.
"დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ"-ნანუკა ჟორჟოლინი ქართველ მომღერლებს
image
ახალი წელი ახლოვდება და ყველა ქვეყანა სამზადისშია, ირთვება ქუჩები, ეწყობა კონცერტები და ა.შ. წელს თბილისში ისევ ჩატარდება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ცნობადი მომღერლები მიიღებენ. სამწუხაროდ კონცერტზე ყველა მსურველი ვერ მოხვდა, რასაც კვლავ დიდი სკანდალი მოჰყვა.

"ყოველ წელს შეიძლება იყოს ჩხუბი და სკანდალები თემაზე: ვინ იმღერებს ახალი წლის კონცერტზე?!

მომღერლების ერთი ნაწილი სად ჩარჩა? რომელ ეპოქაში? სადაც "გალუბოი აგანიოკს" მაღალი რეიტინგი აქვს? რატომ არ გკიდიათ იმღერებთ თუ არა სახელისუფლებო კონცერტზე?! შექმენით რამე ახალი. ჩაატარეთ სოლო კონცერტები და არ მითხრათ ახლა ფული არააო. რაც კარგია, რაც ახალია თავად წერს ფულს. შეიძლება ცოტას, მაგრამ წერს. აღარ დამთავრდა დაბლოკილების თემა. იქნებ გეფიქრათ იმაზე რომ დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ. დრო დროზე ჩქარა რომ მირბოდა ის ამბავია და ვინც დროს ჩამორჩა, ის ყველაზე მეტს ყვირის. ვაახ"-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტის პოსტს ეხმაურება მომღერალი მაია დარსმელიძე: "უი, დაიწყო უკვე ჩხუბები? წელს ჯერ არ მიჩხუბია და სად ვიჩხუბო, მიმიშვით ".


"კი, კი. ისევ ისინი, ვინც ყოველთვის"-ეპასუხება ნანუკა.

როგორც ჩანს, წლევანდელი საახალწლო კონცერტიც არ ჩაივლის სკანდალების გარეშე. გასულ წელს სწორედ ამ თემას სპეციალურად გადაცემაც კი მიეძღვნა. ზოგიერთი მომღერალი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება თუ ორგანიზატორები მას ბლოკავან. სკანდალურად დასრულდა რამდენიმე თვის წინ თბილისობაც, რომელზეც ბევრი ცნობადი მომღერალი ვერ მოხვდა.

image
0
574
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0