x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ნანუკა ჟორჟოლიანი ქართველ მომღერლებს მიმართავს-"დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ."

image
ჟურნალისტი და ტელეწამყვნი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს, კერძოდ კი მომღერლებს მიმართავს:


"ყოველ წელს შეიძლება იყოს ჩხუბი და სკანდალები თემაზე: ვინ იმღერებს ახალი წლის კონცერტზე?!
მომღერლების ერთი ნაწილი სად ჩარჩა? რომელ ეპოქაში? სადაც "გალუბოი აგანიოკს" მაღალი რეიტინგი აქვს? რატომ არ გკიდიათ იმღერებთ თუ არა სახელისუფლებო კონცერტზე?! შექმენით რამე ახალი. ჩაატარეთ სოლო კონცერტები და არ მითხრათ ახლა ფული არააო. რაც კარგია, რაც ახალია თავად წერს ფულს. შეიძლება ცოტას, მაგრამ წერს.
აღარ დამთავრდა დაბლოკილების თემა. იქნებ გეფიქრათ იმაზე რომ დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ. დრო დროზე ჩქარა რომ მირბოდა, ის ამბავია და ვინც დროს ჩამორჩა, ის ყველაზე მეტს ყვირის. ვაახ."

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ყველა დღესასწაულზე მომღერლებს შორის დაპირისპირება მწვავდება იმის გამო, რომ სახელისუფლებო კონცერტებზე ყველა მომღერალს არ იწვევენ და მიდის დიდი კამათი და განსჯა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იწვევენ ზოგიერთ მომღერლს და ლანძღავენ სიების შემდგენებს. ეგრეთ წოდებული "დაბლოკილი" მომღერლები თვლიან, რომ პოლიტიკური ნიშნით ყოფენ მომღერლებს, ისევე როგორც წინა მთავრობის დროს "ჩარეცხილებად" თვლიდნენ ზოგიერთ შოუბიზნესის წარმომადგენელს და არცერთ სამთავრობო კონცერტზე არ ამღერებდნენimageimage

0
25
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0