x
image
natia.a
რამდენი ფინჯანი ყავის მიღება შეიძლება ერთ დღეში? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

ყავა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სასმელია. ბევრი ადამიანისთვის ამ არომატული სასმელის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენელია. ყავას იდეალურია ყველა ამინდში - ზამთრის სუსხიან დღეებში ფინჯანი თბილი ყავა, ზაფხულში კი უგემრიელესი ცივი ყავა... მოკლედ, დღეს სამყარო ყავის გარეშე წარმოუდგენელია!

მაგრამ სად გადის ამ გემრიელი (და გონივრულ ფარგლებში სასარგებლოც!) სასმელის დღიური ნორმის ზღვარი? როგორც ექიმები ამბობენ, დღე-ღამეში 4 ფინჯან ხსნად ყავაზე მეტის მიღება საშიში ხდება სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც. ხოლო ორსულებისა და მოზარდებისთვის აღნიშნული ლიმიტი 2 ფინჯანით შემოიფარგლება.

საერთო ჯამში, დღე-ღამეში მოხმარებული კოფეინის მაქსიმალური ზღვარი არის 400 მილიგრამი (ჩვეულებრივ, ერთ ფინჯანში დაახლოებით 100 მგ. იანგარიშება). ესპრესოს ჩვეულებრივ ჭიქაში დაახლოებით 80 მგ. კოფეინი შედის, თუმცა ზოგი იმდენად მაგარ ყავას ამზადებს, რომ მთელი დღის ლიმიტი შეიძლება ერთ ფინჯანში ჩაეტიოს.

საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ევროპული სააგენტო აღნიშნავს, რომ ნორმაზე მეტი კოფეინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთი, უძილობა, გულის რიტმის აჩქარება და გულის უკმარისობაც კი. ხოლო თუ ორსული მოიხმარს ჭარბი რაოდენობით ყავას, ამან შესაძლოა ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტი, ნაკლული წონა ან საერთოდ აბორტი გამოიწვიოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოფეინი მხოლოდ ყავაში არ შედის. ერთი ფინჯანი ჩაი საშუალოდ 50 მგ კოფეინს შეიცავს, ერთი ქილა Red Bull - 80 მგ-ს, შავი შოკოლადის პატარა ფილაში 50 მგ-მდე კოფეინია, შოკოლადის რძეში კი - დაახლოებით 25 მილიგრამი. კოფეინს შეიცავს ასევე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

0
473
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0