x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ნინო ჩხეიძე-"ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას!"

image
მომღერალი ნინო ჩხეიძე ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა აღარ უნდა დროის კარგვა იმაზე, რაც არ მოწონს და რაც გულს ტკენს. იგი ვეღარ უძლებს იმ ცინიზმს, კრიტიკას და შურს რასაც საზოგადოებისგან და ზოგიერთი კოლეგისგან ისმენს. ამასთან დაკავშირებით ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:


"ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს.
ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას!
არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ.
მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება.
წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს.
გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები.
ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას;
ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი.
მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც არსებობს პოლარული საწყისები
სიკეთე და ბოროტება და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს.
მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის..."
imageimageimage

0
350
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0