x
image
natia.a
პატარა, სულელური ანეკდოტი რობერტ სტურუასგან

imageცნობილი რეჟისორი და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს სახეწოდებით "პატარა, სულელური ანეკდოტი":


“პატარა, სულელური ანეკდოტი:
"ლამაზი გოგონა მანქანას აჩერებს. შენ მერსედესს უჩერებ და ქალიშვილთან ერთად გზას აგრძელებ. ეს სასიამოვნო სტრესია.

მოულოდნელად გოგონას გული მისდის და მანქანას სავადმყოფოში მიაქანებ. ეს უკვე სტრესია, მაგრამ არც ისე ძლიერი.

როცა ექიმი გატყობინებს, რომ ქალი ბავშვს ელოდება და გილოცავს მომავალ მამას, სტრესი მატულობს!
როცა უხსნი ექიმს, რომ ეს ლამაზი ორსული ქალი 10 წუთის წინ გაიცანი და ექიმი როგორც ბოროტმოქმედს გატყობინებს, რომ გოგონამ - ბავშვის მამა გარეთ მიცდისო, მაშინაც არ იფიქრო თითქოს სტრესმა პიკს მიაღწია!

შენ კატეგორიულად მოითხოვ გენეტიკურ ანალიზს!

და როცა ექიმი საიდუმლოდ გატყობინებს, რომ ბავშვი თქვენი არ არისო, რადგან განაყოფიერების შესაძლებლობა არ გაქვთო, ამასაც სტრესად ნუ ჩათვლი.

აი, როცა მანქანაში გახსენდება, რომ სახლში ცოლი და სამი შვილი გელოდება - აი, ეს უკვე სტრესია და მერე როგორი?!"

2
987
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
987
  
2015, 20 ნოემბერი, 18:31
მაესტრო მაგარია ყველაფერში
0 1 2