x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
26 საათი სახის სრული გადანერგვისთვის-ამერიკაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
imageამერიკელმა ქირურგებმა ჩაატარეს რეკორდულად რთული ოპერაცია ადამიანის სახის სრულ გადანერგვაზე, რომელიც 26 საათის განმავლობაში მიმდინარობდა.


41 წლის მეხანძრეს პატრიკ ჰარდისონს გადაუნერგეს რეკორდული რაოდენობის სახის კანი, ფაქტიურად მისი ხანძრისგან განადგურებული სახე მთლიანად დონორის სახით შეცვალეს.


ჰარდისონმა 2001 წელს მიიღო სერიოზული დამწვრობა სახეზე, როდესაც ცეცხლწაკიდებული ტრაილერიდან ქალის გადარჩენას ცდილობდა.ინციდენტის შემდეგ მეხანძრემ თითქმის დაკარგდა მხედველობა, ხოლო სახე მთლიანად დაუმახინჯდა.

ბოლო 14 წლის მანძილზე პატრიკმა 71 ოპერაცია გაიკეთა, ცდილობდა რა ხანძრისგან მიყენებული ზარალის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ.


imageფოტოზე:პატრიკ ჰარდისონი ქალიშვილებთან ერთად-1999 წელი.



პატრიკის სახის დონორი გახდა 26 წლის ნიუ-იორკელი მხატვარი დევიდ როდებაუ.

ის ოპერაციამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა საავადმყოფოში მოტოციკლის ავარიით მიღებული ტრამვების შედეგად.


"ჩვენ ვეძებდით იდეალურ დონორს, -განაცხადა ქირურგმა ედუარდო როდრიგესმა-დონორი ისე იყო შერჩეული, რომ მაქსიმალურად შემცირებული ყოფილიყო რისკი იმისა, რომ პატრიკის სახეს ახალი კანი არ უკუეგდო.

დონორის სახის გამოყენებაზე დაგვთანხმდა როდებაუს დედა."

imageფოტოზე:დონორი დევიდ როდებაუ


ოპერაციის დროს ქირურგებმა შეცვალეს თავის ქალის ფორმა, აღადგინეს ყურები, წარბები, წამწამები, ცხვირი ტუჩები და ლოყები.ახლო მომავალში ქირურგები აპირებენ პატრიკს მხედველობა აღუდგინონ.

image

მსგავსი ოპერაციები მანამდეც განხორცილებეულა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა მედიცინის ისტორიაში, როდესაც ასე მრავლობით სახის კანს უნერგავენ პაციენტს.


პირველი მსგავსი ოპერაცია განხორციელდა 2005 წელს, როდესაც ფრანგ იაზაბელ დინუარს სახის კანი გადაუნერგეს.

image

0
566
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0