x
image
hamunaptra1990
"ბიძინა ივანიშვილი, რუსული ფულით შექმნილი საეჭვო რეპუტაციის რუსეთის მარიონეტი ოლიგარქი, რუსეთის დავალებას ასრულებს!"-ირინა სარიშვილი

image
ირინა სარიშვილი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება:



"გუშინდელმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქმე არ ეხება რუსთავი 2–ს ლოკალურად, ამჯერად უკვე სასამართლო ხელისუფლებას და კონსტიტუციას ემუქრება საფრთხე!
კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ახირებაა!
ბიძინა ივანიშვილი, რუსული ფულით შექმნილი საეჭვო რეპუტაციის რუსეთის მარიონეტი ოლიგარქი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის დავალებას ასრულებს, რომელიც მდგომარეობს საქართველოს სრულ იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან!
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უტიფარი იგნორირება, განჩინებაში ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეცვლის მიზეზად მიუღებელი საინფორმაციო პოლიტიკის პირდაპირ დასახელება არ გახლავთ სიბრიყვით გამოწვეული: რაც უფრო დაშორდება ქვეყანა სამართლებრივ სივრცეს, რაც უფრო უხეში და თვალშისაცემი იქნება დარღვევები და გადახვევები საერთაშორისო ნორმებიდან, მით უფრო სწრაფად მოექცევა საქართველო იზოლაციაში, საიდანაც მას მხოლოდ ერთი გზა რჩება – გზა ევრაზიული კავშირისკენ, ანუ რუსეთისკენ!
გამოსავალი არის ერთი – საზოგადოებამ, ხალხმა ყველა შესაძლებელი სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმით უნდა დაგმოს ის, რაც ხდება.
თუ ყველა ერთად არ დავდგებით, ან მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რისკენაც მარიონეტული ხელისუფლება გვიბიძგებს, ან გავჩუმდებით და პირდაპირ ხელს მოვაწერთ მონობაზე!
ამის შემდგომი ნაბიჯი იქნება უსასტიკესი რეპრესიები!
გავიგოთ ყველამ:
არაფერ შუაშია რუსთავი 2–ის სიყვარული ან სიძულვილი!
არაფერ შუაშია ნაციონალური მოძრაობის სიყვარული ან სიძულვილი!
რა უფრო მეტია ჩვენში-ერთმანეთის სიძულვილი თუ ქვეყნის სიყვარული?!!!
გადასარჩენია ჩვენი საკუთარი ქვეყნის მომავალი!
და თუ დღეს ეს კიდევ ვინმეს არ ესმის, უგუნურობით მოსდის ეს თუ შეგნებული ღალატით, ამ ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს: ეს იქნება სამოქალაქო დაპირისპირება თუ უსიტყვო მონობა!
ჩვენგან მხოლოდ ერთადერთი რამაა საჭირო: დავდგეთ ერთად!!!
სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს!
ვიფიქროთ შვილებზე და დავდგეთ ერთად!"

0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0