x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ფაქტი საქართველოს შესახებ - რას წერს "BBC" ჩვენზე
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ხშირად მოხვედრილა პრესის ფურცლების წინა გვერდზე, მისი მცდარი ნაბიჯების გამო. ომი, არასტაბილურობა, კორუფცია და სტალინი, თუმცა საქართველო სხვა მხრივ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველივე ეს. ამის შესახებ BBC-ის კორესპონდენტი დეიმონ მაკგინესი იტყობინება და სტატიაში საქართველოსთვის დამახასიათებელი 10 ფაქტი მოყავს:


1. საქართველო ევროპაშია და არა აშშ-ში:
საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ამწვანებული ბულვარები პარიზს მოგაგონებთ და ინგლისურად მოლაპარაკე ახალგაზრდობა ბერლინურ სიტუაციას მოერგებოდა. მაგრამ დახედე რუკას და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ბოსფორიდან აღმოსავლეთით 1000 კილომეტრში აღმოაჩენ. ერთ-ერთი განმარტებით, კავკასიონის მთებს ევროპა საკუთარ საზღვრად აწესებს და საქართველოს აზიას მტკიცედ მიაკუთვნებს, სხვა განსაზღვრება კი კავკასიის მთელს რეგიონს და მათ შორის საქართველოს, მიაკუთვნებს ევროპას, რომლის ნაწილადაც ქართველების უმეტესობა თავს მიიჩნევს. თუმცა თუ სოფლური ტიპის დასახლებისკენ გაეშურებით, სადაც ფერმერები ცხოვრობენ, აქ უკვე სრულიად განსხვავებულია ისტორია. თუ ეს ევროპაა, მაშინ ის უფრო მე-19 საუკუნის სიცილიას ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ევროპას.

image
2. ქვეყანას «Georgia» არ ეწოდება:
ქვეყანას ქართველები «Georgia»-ს არ უწოდებენ. ისინი საკუთარ ქვეყანას «Sakartvelo»-ს უწოდებენ. ქვეყნის სახელწოდების ინგლისური წარმოშობა გაურკვეველია. ერთი თეორია შუა საუკუნეებზე მიუთითებს, როდესაც «წმინდა მიწისკენ» მიმავალი ქრისტიანი ჯვაროსნები რეგიონში მოხვდნენ, ამ დროისთვის ქვეყანა სპარსეთის იმპერიის ნაწილი იყო და აქ მაცხოვრებლებს «გურჯ»-ებს ეძახდნენ. ისინი, ასვე, წმინდა გიორგის ერთგულნი არიან. გავრცელებული თეორიით, ჯვაროსნებმა ეს ყველაფერი დააკავშირეს და ქვეყანას Georgia წოდეს. წმინდა გიორგისთან სახელის კავშირი დღესდღეობით შეცდომა არ არის. დრაკონთან მებრძოლი წმინდანის ოქროსფერი ქანდაკება თბილისის ცენტრალურ მოედანზე დომინირებს. ის ასევე, საქართველოს მფარველი წმინდანია და თეთრ ფონზე მისი წითელი ჯვრის აღმნიშვნელი ეროვნული დროშა ყველგან ფრიალებს.

image
3. სად არის ძია ჯო?
გაიარე ძველმანების ნებისმერ ბაზრობაზე და აუცილებლად წააწყდები ულვაშებიან სახეს, რომელიც მინი-ქანდაკებების უკნიდან იმზირება. ქართული წარმოშობის საბჭოთა მმართველის — იოსებ სტალინის პორტრეტებისთვის გასაღების ბაზარი მისი გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგაც არის. თუმცა ქვეყნის ყველაზე ცნობილი შვილის, «ძია ჯოს», მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაა. დამოუკიდებლობის შემდეგ სტალინის ბევრი ძეგლი ჩამოაგდეს, მაგრამ ზოგიერთი ახლა ქალაქების მოედნებს უბრუნდება. ძველი თაობის ზოგი ქართველი მას პატივს სცემს, როგორ ძლიერ ლიდერს, რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა და ამაყნი არიან, რომ პატარა საქართველომ წარმოშვა ადამიანი, ვისაც მსოფლიო ისტორიაზე ასეთი გავლენა ჰქონდა. თუმცა უფრო ხშირად ის ტირანად მოიაზრება, რომელიც საკუთარი ხალხის სასტიკ წმენდაზეა პასუხისმგებელი.


image
4. მაღალი მთები
რომელია ევროპაში უმაღლესი ქედი? ალპები? არასწორია. ეს კავკასიონია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარს ავლებს. თუ უმაღლესი მწვერვალი რუსეთშია, საქართველოს მეორე ეკუთვნის — 5 193 მეტრის სიმაღლის შხარა. ეს დრამატული მთები, თავისი საშიში გზებითა და ჩამალული სოფლებით, ლეგენდების წყაროა. ბერძნულ მითოლოგიაში ის სამყაროს ერთ-ერთ საყრდენად მიიჩნევა. ზევსმა პრომეთე არწივების საკორტნად სწორედ აქ დააბა. დღეს ის მთასვლელთათვის დანიშნულების, ხოლო მოთხილამურეებისთვის თავგადასავლების ადგილი ხდება.

image
5. არქიტექტორის ოცნება:
საქართველოში გასაოცარი რაოდენობაა არქიტექტურის კოსმიური ნიმუშებისა. საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა არის უზარმაზარი მინისა და ბეტონის ბუშტი, რომელიც გიგანტური ბაყაყის თვალივით გამოიყურება. პოლიციის ახალი, მინის, გამჭვირვალე არაერთი სამმართველო აშენდა, რომელიც დემოკრატიული გამჭვირვალობისკენ საქართველოს სწრაფვის სიმბოლოა. ამავდროულად, ქვეყნის გზების დიდი ნაწილი და ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაში რჩება. უცხოელ ვიზიტორებსა და პოლიტიკოსებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მყვირალა, პრესტიჟული პროექტებისათვის უპირატესობის მიკუთვნება, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. თუ ჩრდილო ევროპულ ტემპერატურას მინის სამთავრობო შენობები კარგად იტანს, სათბურის სტილში აგებული შენობები საქართველოს მცხუნვარე ზაფხულისთვის ნაკლებად შესაფერისია.

image
6. ენის გასატეხი:
სალაპარაკო ქართული არც ერთ ენას არ ჰგავს, რაც კი გსმენიათ. განსხვავებით სხვა სალაპარაკო ენებისგან, ის უძველეს საკუთარ ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის შეიცავს იშვიათ ბგერებს, რომელიც შესაძლოა ბევრ სტუმარს ადრე არასდროს სმენია. მაგალითად, თანხმოვნები ყელის უკანა მხრიდან ხორხისმიერი ჰაერის სწრაფი ნაკადით წარმოითქმება. ქართველებს 33 ასოსგან შემდგარი საკუთარი ანბანი აქვთ. მოიაზრება, რომ ის არამეული ტიპის ენიდან მომდინარეობს, რომელზეც იესო ქრისტეს პერიოდში ლაპარაკობდნენ. ერთი შეხედვით, ასოები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. შენი «კ» შეიძლება ადვილად გადაიქცეს «ვ»-დ ან «ფ»-დ. მაგრამ, თუნდაც ვერ ხვდებოდე ამას, ქართული დამწერლობა ლამაზია. თეატრალური მოხაზულობითა და ხვეულებით, ის სრულიად შესაბამისია ქვეყნის დრამატული ინდივიდუალურობისა.

image
7. ფრთხილად იარე:
საქართველოში მამაკაცებს შორის ბევრი ფიზიკური კონტაქტია. მამაკაცები ხელკავით სეირნობენ მთავარ გამზირებზე, ან ქუჩის კონცერტებზე უქმად ხეტიალისას ხელი აქვთ გადახვეული. რიგით დამკვირვებელს ეპატიება, თუ ის იფიქრებს, რომ ეს ჰომოსექსუალიზმის მიმართ შემწყნარებლობის ნიშანია. თუმცა ისინი ნამდვილად ცდებიან. გამოკვლევების თანახმად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა - ეს დამოკიდებულება მაისში თბილისში ძალადობრივ ანტი-გეი დემონსტრაციაზე გამომჟღავნდა. ათი ათასობით ადამიანი გაბრაზდა რადგან გეების უფლებების დამცველთა ჯგუფმა 30 წუთით ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ შეკრება მოიწადინა. ისინი მეგაფონებში სლოგანებს გაიძახოდნენ და «გეებს ევროპაში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ». ბევრი სხვა ქართველი შეუწყნარებლობის გამოვლინებით შოკირებული იყო, და მომხდარს აღწერდა, როგორც «საქართველოსთვის სამწუხარო დღედ».

image
8. ქართველები მეგობრული ხალხია:
სტუმარი ღვთის საჩუქარია — ასეთი გამოთქმაა საქართველოში. უცხოელი სტუმრებს საკვებითა და სასმლით უმასპინძლდებიან — ეს სასიამოვნო გამოცდილებაა, თუმცა წელის გარშემოწერილობისთვის ყოველთვის კარგი არ არის. მაგრამ სიტყვა «სადღეგრძელო» ნებისმიერ სტუმარს აფრთხობს, ვისაც წინ დატვირთული სამუშაო დღე აქვს. გარეთ გამოაქვთ ერთი ბოთლი ჭაჭა, მომაკვდინებელი ქართული არაყი, ან დიდი პლასტმასის ბოთლით სახლში დაყენებული ღვინო. ორივე დიდი ყლუპებით უნდა დაამარცხო. მობოდიშება, რომ შემდეგი 6 საათი მანქანა მიხვეულ-მოხვეულ მთის გზებზე უნდა ატარო, არ მიიღება. მეტიც, ღამის გასათევად საწოლს შემოგთავაზებენ და სრულმასშტაბიან ტრადიციულ დღესასწაულში ჩაგითრევენ.

image
9. სარწმუნოება დიდია:
თუ ბოლო ათწლეულებში ბევრმა ევროპულმა ერმა რელიგიური თავდადების მხრივ ვარდნა განიცადა, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია აღზევების გზაზეა. მიმდევრების რიცხვი, თავდადება და პატივისცემა ეკლესიისადმი იზრდება. ქართველების დაახლოებით 80% ამბობს, რომ ეკლესიას ეკუთვნის, ხოლო მისი მეთაური, პატრიარქი ილია მეორე ყველაზე პატივცემული საჯარო ფიგურაა და მისი პოპულარობა 90%-ს სცილდება. მე-4 საუკუნეზე უფრო ადრეულ პერიოდში შექმნილი ეკლესია ქვეყანას საბჭოთა პერიოდში უძველესი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებაში დაეხმარა, ხოლო დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველების თვითმყოფადობის გრძნობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს.

image
10. შეინარჩუნე ოჯახში:
უცხოური ძალების საუკუნეებით დომინირების შემდეგ, ქართველები ხელისუფლების მიმართ სკეპტიკურნი არიან. ასე, რომ ნებისმიერი რამის კეთებაში ოჯახსა და მეგობრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. «ბიძაშვილი მყავს, რომელსაც ამის მოგვარება შეუძლია» — ამას ხშირად მეუბნებიან, როდესაც პრობლემა მაქვს. ერთი ასეთი ბიძაშვილი დაგვეხმარა მეორადი ავტომობილის შეძენაში, მეორემ სამხედრო ბაზაზე თავშესაფარი მოგვცა, როდესაც მთებში ძლიერმა თოვამ ხაფანგში მოგვაქცია. სოციალური კეთილდღეობა ხშირად არაერთგვაროვანია, ხოლო ოჯახია ის, რასაც ქართველები კრიზისის დროს ეყრდნობიან.

imageმომზადებულია "BBC"-ის მიხედვით.

5
902
8-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
902
  
2015, 4 ნოემბერი, 17:00
კარგია:))
2015, 4 ნოემბერი, 13:52
მადლობთ
2015, 4 ნოემბერი, 11:22
ძალიან კარგი სტატიაა.
2015, 4 ნოემბერი, 5:50
;)
გაიხარე
2015, 4 ნოემბერი, 5:46
სერიოზულია
0 1 5