x
image
tekoo
15 თვისება, რაც თირკმელებს ანადგურებს

imageთირკმელი უნიკალური ორგანოა. იგი გამოჰყოფს ჰორმონს, ფილტრავს სისხლს, გამოჰყოფს შარდს... თირკმელების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის სიცოცხლე. ჩინელების აზრით, თიკმელებში სასიცოცხლო ენერგია გამოიყოფა. თუ გსურთ, ჯანმრთელი თირკმელები გქონდეთ, გადახედეთ მავნე თვისებებს, რომლებიც სასიცოცხლო ორგანოს განადგურებას იწვევს.


1. ტკბილი გაზიანი სასმელები
იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გაზიან სასმელებს (დიეტურსაც) კი თირკმელების დაავადების გამოწვევა შეუძლია. ცდაში 12 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ადამიანები, რომლებიც სისტემატურად სვამდნენ გაზიან სასმელებს, შარდში ცილა აღმოაჩნდათ (პროტეინურია) - ეს თირკმელების დაავადების ადრეული ეტაპია. მისი საწყის ეტაპზე აღმოჩენისას ადამიანს კიდევ აქვს გამოჯანმრთელების შანსი.

2. სიგარეტის მოწევა
დადგინდა, რომ მოწვევა ათეროსკლეროზს, სისხლის მიმოქცევის დარღვევას ყველა ორგანოში, მათ შორის, თირკმელებშიც იწვევს. ინგლისურ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილია ის დაავადებები, რომლებსაც დღეში ორი ღერი სიგარეტის მოწევა იწვევს. 2013 წელს კი ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაამტკიცა სიგარეტის მოწევის მავნებლობა თირკმელების მუშაობაზე.

3. "ბე-6" ვიტამინის ნაკლებობა
თირკმელების ნორმალური ფუნქციონერებისთვის, სასურველია, ადამიანი სწორად იკვებოს. მერილენდის უნივერსიტეტის ცენტრში დაამტკიცეს, რომ ვიტამინ "ბე-6"-ის ნაკლებობას თირკმელებში კენჭების წარმოქმნა შეუძლია. "ბე-6" ვიტამინის წყაროა: თევზი, ბარდა, საქონლის ღვიძლი, კარტოფილი, სახამებლის შემცველი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული (ციტრუსების გარდა).

4. ფიზიკური ვარჯიშების ნაკლებობა
ფიზიკური აქტივობა თირკმელების გადამრჩენელია. სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, ქალები, რომლებიც მენოპაუზის დადგომის შემდეგ ვარჯიშობენ, 31%-ით დაცულები არიან თირკმელებში კენჭების წარმოქმნისგან.

5. მაგნიუმის ნაკლებობა
თუ ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობაა, იგი ვერ აკონტროლებს ორგანიზმში კალციუმის დონეს. მომატებული კალციუმი კი თირკმელში კენჭების წარმოქმნას უწყობს ხელს. მაგნიუმის წყაროა: თხილი, თესლები, მწვანეფოთლიანი ბოსტნეული, პარკოსნები.

6. ძილის დარღვევა
ძილი ყველა ორგანოსთვის, განსაკუთრებით, თირკმელებისთვისაა აუცილებელი. თურმე, ძილის დარღვევას თირკმელების დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამერიკელი კარდიოლოგის, მაიკლ სოლას აზრით, ღამით თირკმლის ქსოვილი აღდგება, დარღვეული ძილის რეჟიმის დროს კი ეს სასარგებლო პროცესი დარღვეულია.

7. წყლის ნაკლებობა
თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ადამიანმა საჭირო რაოდენობის წყალი უნდა დალიოს. ექიმები გვირჩევენ, დღეში 12 ჭიქა წყალი დავლიოთ. იმისათვის, რომ დაადგინოთ, წყლის საკმაო რაოდენობას სვამთ თუ არა, დააკვირდით შარდის შეფერილობას.

8. შარდის შეკავება
შარდის შეკავება დაუშვებელია! სავსე შარდის ბუშტი თირკმელებში წნევას მატებს, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ მუშაობაზე.

9. მარილის ჭარბი მიღება
მარილის გადამეტებული მიღება ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით, თირკმელებისთვის საზიანოა. ადამიანმა დღეში 5, 8 გრამ მარილზე მეტი არ უნდა მიიღოს.

10. ბევრი კოფეინი
ჩვენ იმაზე მეტ კოფეინს ვღებულობთ, ვიდრე გვგონია. ყავის გარდა, კოფეინს უალკოჰოლო და გაზიანი სასმელებიც შეიცავს. მათ გამო ორგანიზმში იწევა წნევა და თირკმელებიც ავადდება.

11. ტკივილგამაყუჩებლის გადამეტებული მიღება
თუ ტკივილგამაყუჩებელ აბებს უკონტროლოდ, უმნიშვნელო ტკივილის დროსაც სვამთ, უნდა გაგაფრთხილოთ, ყველა წამალს აქვს უკუჩვენება და ისინი, ძირითადად, თირკმელებს აზიანებს.

12. წამლებზე უარის თქმა
მაღალი წნევა ან მეორე ტიპის დიაბეტი მეტად გავრცელებული სენია. თუ რომელიმე გახასიათებთ, გაფრთხილდით, მიიღეთ საჭირო პრეპარატები, რათა მათ თირკმელების მუშაობაზე უარყოფი ზეგავლენა არ მოახდინონ.

13. ბევრი ცილა
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზედმეტი ცილა საზიანოა თირკმელებისთვის. რაც უფრო მეტია ორგანიზმში
ცილა, მით ცუდად მუშაობს თირკმელები. ამიტომ გაუფრთხილდით.

14. უდროო და არასაიმედო მკურნალობა
უბრალო სურდოს დროსაც კი უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი, მიიღოთ საჭირო მედიკამენტები და სწორად იკვებოთ, რათა არ გამოიწვიოთ თირკმელების დაავადება.

15. ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება
ალკოჰოლში შემავალი ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე. თუ გსურთ, ჯანმრთელი თირკმელები გქონდეთ, შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა.

0
698
4-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
698
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0