x
image
TaFLiKa
ბერძნულ კუნძულ სამოსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, 11 მიგრანტი დაიღუპა

imageსულ მცირე 11 მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შედეგად ეგეოსის ზღვაში კუნძულ სამოსთან. დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, ხუთი კი - ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანსპრესი" ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთაგან 10-ის ცხედარი კაიუტებში იპოვეს, მეთერთმეტე - მცირეწლოვანი გოგონას ცხედარი კი ნაპირზე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავი ნაპირიდან 20 მეტრში, კლდოვან რაიონში ჩაიძირა. 15 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დაღუპულთა ძებნა კვლავ მიმდინარეობს.
გარდა ამისა, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მიმდიანრეობს გემიდან 200-მდე დევნილის ნაპირზე უსაფრთხოდ გადაყვანის ოპერაცია, რომლებიც ასევე ზღვის კლდოვან რაიონში იმყოფებიან.

0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0