x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ნასაში ”დროის მანქანაზე” მუშაობენ
imageმას შემდეგ, რაც ბგერის სიჩქარე გადაილახა, რიგში სინათლის სიჩქარის ბარიერის გადალახვა ჩადგა, რაც დღევანდელი გადასახედიდან შეუძლებლად მოსჩანს, ისევე როგორც ”დროის მანქანის” გამოგონება, რომელიც თავის მხრივ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად უნდა გადაადგილდებოდეს.


როგორც არ უნდა იყოს, ყოველივე რეალურად მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში გამოიყურება. და მაინც, ნასას სპეციალისტები ერთი შეხედვით შეუძლებელ პროექტზე მუშაობენ, რომელსაც პირობითად ”დროის მანქანის” შექმნა შეგვიძლია ვუწოდოთ.


მართალია, ჰაერნაოსნობისა და კოსმოსურ სივრცეთა კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ ბოლო დღეებში რიგი ინტერნეტ-გამოცემები (nasaspaceflight, dailymail, 23on...) შესაბამის მანქანაზე მუშაობის ამასთან, წარმატებულ ექსპერიმენტებზე წერენ. მაგალითად, ჩატარებულია რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც მომავალ წლებში წარსულსა თუ მომავალში გადახტომა შესაძლოა შესაძლებელი გახდეს. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი გამოგონება მხოლოდ კოსმოსის შესწავლისკენ იქნება მიმართული.


მოწყობილობის მუშაობის პრინციპი სინათლის სიჩქარის მანიპულაციაზეა დაფუძნებული, რომლის ჩაშენებაც კოსმოსურ ხომალდშია ნავარაუდევი. შედეგად ასტრონომები მოკლევადიან დროებით გადაადგილებებს შეძლებენ.



ირკვევა, რომ პროექტის პრეზენტაცია ჯერ კიდევ სამი წლის წინათ შედგა, მაგრამ ექსპერტებმა მის წარმატებულობაზე საუბრები ახლახანს დაიწყეს. ყოველივეს წინ უძღოდა მოწყობილობის რამდენიმე წარმატებული გამოცდა ვაკუუმის პირობებში. იმასაც ირწმუნებიან, რომ თუ აპარატი კოსმოსშიც ასეთივე წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, მაშინ მისი დახმარებით მოკლე ვადებში კოსმოსური სივრცის გამოკვლევაც იქნება შესაძლებელი.


მიუხედავად იმისა, რომ ნასა მეტად სერიოზული და სანდო ორგანიზაციაა, იქ ფუტურისტულ პროექტებზე მუშაობაზეც არ ამბობენ უარს, რომელიც ხანდახან მეტად წარმოუდგენლადაც კი გამოიყურება.


1999 წლიდან მოყოლებული ნასას ტექსასური ფილიალი VASIMR-ის (Variable Specific Impulse Magnetoplasma Rocket) ზეჩქაროსნული ძრავის მოდელზე მუშაობს, რომლის წყალობითაც მარსზე გაფრენას 6-7 თვის ნაცვლად დაახლოებით 39 დღე (!) დასჭირდება. საუბარია მოწყობილობაზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ელექტრომაგნიტურ ამჩქარებელს, ცვალებადი სპეციფიკური იმპულსით, რომელიც საწვავად პლაზმას გამოიყენებს.


ამასობაში, ერთნი საეჭვოდ უყურებენ დედამიწის ორბიტის მიღმა უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, უცნობია კოსმოსური რადიაციის ზემოქმედების შედეგებიც. თეორიულად ასეთ რადიაციას შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს დნმ-ზე და გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნეები. როგორც მღრნელებზე ჩატარებულმა გამოცდებმა აჩვენა, ხანგრძლივ დასხივებას მეხსიერებისა და შემეცნებითობის შესაძლებლობის დარღვევამდე თუ მოშლამდე მივყავართ, რომლის შედეგებიც რამდენიმე თვეში იჩენს თავს.


კალიფორნიის უნივერსიტეტიდან რადიაციული ონკოლოგიის პროფესორის ჩარლზ ლიმოლის თქმით, კოსმოსური დასხივების მცირე დოზასაც კი შეუძლია ადამიანში მრავალრიცხოვანი ნევროლოგიური აშლილობები გამოიწვიოს.


თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ მაღალენერგეტიკული ნაწილაკები, რომლებსაც კოსმოსური სხივები მოიცავს, ორგანიზმიდან დევნის ელექტრონებს და იწვევს თავისუფალი რადიკალების რეაქციას, რომელსაც ცოცხალი ქსოვილებისა და უჯრედების ფატალურ ცვლილებებამდე მივყავართ.


ფაქტია, ექსპერიმენტის წყალობით დასხივებულ თაგვებს გონებანაკლულობა განუვითარდათ. ახალი საგნების შესწავლისას გართულებები დაეწყოთ. მღრნელების ტვინის სკანირებამ კი ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი პრეფრონტალური ქერქის სტრუქტურაში ცვლილებები გამოავლინა.


ასევე დაზიანებული აღმოჩნდა ნეირონული ქსელები, ცვლილებები მოხდა PSD-95 ცილაში, რომელიც ნეიროტრანსმისიაზეა პასუხისმგებელი (მსგავსი დარღვევები გვხვდება ადამიანებში, რომლებიც გონებანაკლულობის განვითარებასთან დაკავშირებული დაავადებებით იტანჯებიან, მაგალითად ალცჰეიმერის დაავადება).



საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS ) მომუშავე ასტრონავტებს დედამიწის მაგნიტოსფერო იცავს, რომელიც დამუხტულ კოსმოსურ ნაწილაკებს ირეკლავს.


ამერიკელმა ასტრონავტებმა, რომლებმაც თავის დროზე მთვარეზე დადგეს ფეხი, ვერ მოასწრეს რადიაციის დიდი დოზის მიღება, მარსზე გამგზავრების მსურველთათვის კი ასეთი დოზა გაცილებით დიდი იქნება, რაც თავის მხრივ მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.


ნასაში პრობლემის გადაჭრას ადამიანებისთვის თუ ტექნიკური სისტემისთვის დამცავი ტექნოლოგიების შემუშავებაში ხედავენ. მაგალითად, ასტორნავტებს ღია კოსმოსში გასასვლელად საჭირო საგანგებო ჩაფხუტებით აღჭურვავენ, რომელსაც გაძლიერებული დამცავი ფუნქციები ექნება. ასევე იმის ალბათობაცაა, რომ განსაკუთრებულ ფარმაცევტულ პრეპარატებს შეიმუშავებენ, რომლებიც ორგანიზმის ქსოვილს რადიაციისგან დაიცავს, პირველ რიგში კი თავის ტვინს.


და მაინც, მაშინაც კი თუ მეცნიერება რადიაციის უარყოფით ზეგავლენასთან გამკლავებას შეძლებს, რთული იქნება იმის განჭვრეტვა თუ რა გავლენას მოახდენს ადამიანზე დროში ”ნახტომი”? აქ შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე უარყოფითმა ზეგავლენამ გვიან იჩინოს თავი.


ასე რომ, ჩატარებული ექსპერიმენტების სიუხვის მიუხედავად, რეალობაში შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდეს. ამ შემთხვევაში ნასაც კი ვერანაირ გარანტიას ვერ მოგვცემს.


როგორც არ უნდა იყოს, კაცობრიობა არც იმით იქნება უკმაყოფილო თუ სინათლის სიჩქარესთან მიახლოებულ მანქანას შექმნის, რომელიც კოსმოსში მოგაზურობას მნიშვნელოვნად და იმაზე უფრო მნიშვნელოვნად შეამცირებს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0