x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბოლო სამი წლის მანძილზე ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 380 მლნ ლარს გადააჭარბა
imageსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, 2013, 2014 და 2015 წლების რთველის სეზონზე მევენახეობის ტრადიციულ რეგიონებში - კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - ჯამში 360 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი გადამუშავდა და ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა მევენახეების შემოსავლებმა 380 მლნ ლარს გადააჭარბა.


აღნიშნულ წლებში, რთველის პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის შედეგად, პრაქტიკულად გამოირიცხა კონკურენცია სახელმწიფო და კერძო კომპანიებს შორის.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს შემუშავდა და პრაქტიკაში დაინერგა რთველში მონაწილე მევენახეების, ღვინის კომპანიების, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობისა და ყურძნის ჯიშების “ონლაინ” რეჟიმში აღრიცხვისა და სისტემატიზირების ელექტრონული პროგრამა.


ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება


2013 წელი
2013 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დადგინდა ღვინის კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია: 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 40 თეთრი და 1 კგ საფერავისათვის – 25 თეთრი. 2013 წელს ღვინის კომპანიებზე გაცემულმა სუბსიდიის თანხამ 32 მლნ ლარი შეადგინა. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 92 773 ტ ყურძენი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 116 მლნ ლარს გადააჭარბა.
(2012 წელს, რთველში მონაწილე 39 კომპანიამ ვაუჩერიზაციის პროგრამის ფარგლებში სულ 52 200 ტ ყურძენი გადაამუშავა).



2014 წელი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელს, 2013 წლის მსგავსად, როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება მოხდა. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე და კახურ მწვანეზე 35 თეთრს, 1 კგ საფერავზე კი 15თეთრს შეადგენდა.
2014 წელს, საერთო ჯამში, გადამუშავდა 123 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის კომპანიებზე გაცემულმა სუბსიდიის თანხამ 32 მლნ ლარი შეადგინა.


2015 წელი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 35 თეთრი, ხოლო 1 კგ საფერავზე - 15 თეთრი. 2015 წელს სუბსიდია გაიცემოდა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე.
2015 წლის 26 ოქტომბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 143, 1 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მოსახლეობის შემოსავლებმა 102, 3 მლნ ლარს მიაღწია.

0
69
8-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0