x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508971
საკუთარი შიშველი თეძოები- სელფის ახალი ტრენდი +13

სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.

ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.


კარგად იცით, რომ დღეს ფართოდაა გავრცელებული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ნაწილი Self-ი, რაც ინგლისური სიტყვიდან მომდინარეობს და პირდაპირი თარგმანით "საკუთარ თავს, პიროვნებას" ნიშნავს. ე.წ. სელფს საფუძველი 1900 წელს ჩაეყარა, ეპოქაში, როდესაც არ იყო ციფრული აპარატურა და მობილური ტელეფონები კამერით, თუმცა იყო ჩვეულებრივი კამერა და სარკე, კამერას სამფეხას ან სხვა მოწყობილობის ხარჯზე ამაგრებდნენ სარკის წინ და იღებდნენ სელფს. ანასტასია რომანოვა 13 წლის ასაკში იყო ერთ-ერთი პირველი მოზარდი, რომელმაც საკუთარ თავს სარკეში ფოტოსურათი გადაუღო და მეგობარს გაუგზავნა, 1914 წელს. თანმხლებ წერილში ეწერა: „საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა.“ გაუმჯობესებული ფოტოსურათები გამოჩნდა 1990 წლიდან, 2010 წელს iPhone 4-ის გამოსვლის შემდეგ კი კიდევ უფრო დაიხვეწა და სოციალური ქსელების განვითარებით სელფი აღორძინდა. ადგილი ჰქონდა მეგობრულ, პოლიტიკურ, პირადულ-სექსუალურ, დაპრუწული ტუჩებით სელფს და დღეს კი მინდა სელფის ახალ ტრენდზე გესაუბროდ, სადაც საკუთარი შიშველი თეძოები მორიგ გატაცებად იქცა.


გთავაზობთ სელფის ახალ ტრენდს, სექსუალურ, ქალის შიშველ თეძოებს, რომელთაც მოიცვეს მთელი instagrame.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
432
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0