x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
"სექსი მათ უხდებათ" -15 ყველაზე სექსუალურად ჩაცმული კინოგმირი
image
როგორც არ უნდა უარვყოთ, სექსუალურობას თანამედროვე შემოქმედებაში, განსაკუთრებით კინემატოგრაფიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კამერებს (ისევე, როგორც მაყურებლის დიდ ნაწილს) მოსწონს ლამაზი და სექსუალურად ჩაცმული ქალბატონები. ქვემოთ წარმოდგენილი იქნება 15 ყველაზე სექსუალურად ჩაცმული კინოგმირი ქალი ყველასათვის კარგად ცნობილი ფილმებიდან. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მოდური ჟურნალების გარეკანისთვის განკუთვნილი სექსუალური ტანსაცმლის რეიტინგი, არამედ სამოსი, რომელიც თავად კინოგმირის სექსუალობას უსვამს ხაზს.


1. გადამტანი 2 (2005) / Transporter 2

რეჟისორი: ლუი ლეტერიე
როლებში: ჯეისონ სტეტჰემი, ალესანდრო გასმანი, ამბერ ვალეტა, კეიტ ნაუტა, მეთიუ მოდაინი.

ლოლა
image

"გადამტანი 1"-ის პოსტერზე მთავარი როლის შემსრულებელი ჯეისონ სტეტჰემი სრულიად მარტო იყო, თუ არ ჩავთვლით ორ პისტოლეტს. ეს საკმარისი აღმოჩნდა საშუალობიუჯეტიანი ბოევიკების მოყვარულთა მისაზიდად, მაგრამ არ კმაროდა ფილმის სრულფასოვან ბლოკბასტერად ქცევისთვის. ამიტომ სურათმა დანახარჯებიც კი ძლივს ამოიღო.


გადამტან 2"-ში ლუკ ბესონის ჯგუფმა ეს შეცდმა გამოაწორა და სტეტჰემთან ერთად პოსტერზე ამერიკელი მოდელი, კეიტ ნაუტა გამოჩნდა, რომელსაც ბოტფორტები, მოტკეცილი შარვალი და თეთრ ბიუსტჰალტერზე შემოცმული გრძელი ლაბადა ეცვა. ფილმში მისი გმირი ლოლა - ცივხსისხლიანი ბოროტმოქმედი - კიდევ უფრო თამამ სამოსში ჩნდება. მისმა გამოჩენამ ფილმის შემოსავალი ერთიორად გაზარდა.


2. დღის მეთვალყურე (2005)/Дневной дозор

რეჟისორი: ტიმურ ბეკმამბეტოვი
როლებში: კონსტანტინ ხაბენსკი, ვლადიმირ მენშოვი, გალინა ტიუნინა, მარია პოროშინა, ვიქტორ ვერჟბიცკი


image

ალისა

ჟანა ფრისკეს მიერ განსახიერებულ ალისას ამ სიაში მოხვედრის პატივი ერგო ფილმის კულმინაციაში წარმოდგენილი თამამი, ზედმეტად ღია, შავი კაბის გამო, რომელიც მთლიანად გახსნილია ზურგზე და ოდნავ ფარავს მკერდს.


3. უცხო (1979) / Alien

რეჟისორი: რიდლი სკოტი
როლებში: ტომ სკერიტი, სიგურლი უივერი, ვერონიკა კარტრაიტი, ჰერი დინ სტენტონი, ჯონ ჰერტი

image
რიპლი

"უცხოს" სცენარის შექმნისას დენ ო'ბენონი და რონალდ შუსერი პერსონაჟებს მხოლოდ გვარებით მოიხსენიებდნენ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო თითოეული მათგანის როლი შეესრულებინა როგორც მამაკაცს, ასევე ქალს. ავტორებს უნდოდათ, რომ ფილმის გმირები გამოჩენილიყვნენ, როგორც პროფესიონალები და არა როგორც სექს-ობიექტები ან სექს-სუბიექტები. მაგრამ როცა გადაწყდა, რომ მთავარი გმირი, რიპლი იქნებოდა ქალი და მის როლს მომხიბვლელი სიგურნი უივერი შეასრულებდა, რეჟისორმა, რიდლი სკოტმა მაინც გადაიღო სურათის კულმინაციისთვის ეროტიული სულისკვეთების სცენა, სადაც რიპლი მაისურისა და ქვედა საცვლის ამარა რჩება, რათა ჩაიჩვას სკაფანდრა მომხდურების წინააღმდეგ ფინალური ბრძოლისთვის. ეს იყო ძალიან მოკლე ფრაგმენტი, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ უივერის სხეული დიდი ხნით აღბეჭდილიყო სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთა მეხსიერებაში.


4. მატრიცა: გადატვირთვა (2003) / The Matrix Reloaded

რეჟისორები: ენდი ვაჩოვსკი, ლანა ვაჩოვსკი
როლებში: კეანუ რივზი, ჰუგო უივინგი, კერი-ენ მოსი, ლოურენს ფიშბერნი, ჰაროლდ პერინო

მატრიცა: რევოლუციები (2003) / The Matrix Revolutions

რეჟისორები: ენდი ვაჩოვსკი, ლანა ვაჩოვსკი
როლებში: მერი ელისი, ტანვირ კ. ეტუალი, ჰელმუნტ ბაკაიტისი, კეიტ ბიჰენი, ფრანსინ ბელი

image

პერსეფონა

როგორ შევქმნათ დასამახსოვრებელი პერსონაჟი ქალი, რომელსაც მნიშვნელოვანი სიუჟეტური როლი აქვს, მაგრამ ძალიან ცოტა სასაუბრო სცენა ფანტასტიკურ ბოევიკში, სადაც უამრავი ტრიუკი და კომპიუტერული გრაფიკაა? ვაჩოვსკებმა ეს პრობლემა მარტივად გადაჭრეს - ცოცხალი პროგრამის, პერსეფონას როლი ევროპელ სექს-სიბოლოს, მონიკა ბელუჩის მოარგეს. ჩააცვეს მას ორი დასამახსოვრებელი სამოსი, რომელთაგან ორივე ქალის ულამაზეს მკერდს უსვამს ხაზს. "მატრიცა: გადატვირთვაში" პერსონაჟი ჩალისფერი სამოსითაა წარმოდგენილი, მაგრამ მაყურებლების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ბელუჩის წითელ სამოსს "მატრიცა: რევოლუციებიდან", რომელშიც ვასკვლავი კიდევ უფრო სექსუალურად გამოიყურება.


5. მას სიკვდილი უხდება (1992) / Death Becomes Her


რეჟისორი; რობერტ ზემეკისი
როლებში: მერილ სტრიპი, ბრიუს უილისი, გოლდი ჰოუნი, იზაბელა როსელინი, იენ ოგილვი


image

ლიზლ ფონ რუმანი

როგორ ჩაიცმევდით, რომ იყოთ 70 წელს გადაცილებული პატივმოყვარე და თავდაჯერებული მოხუცი ქალი, რომელიც ჯადოსნური წამლს წყალობით ინარჩუნებს ახალგაზრდა ქალის სხეულს? ალბათ ძალიან თამამად, რათა აღარ დაგჭირდეთ დამატებით გახდა თქვენი პრეპარატის ეფეტურობის დასამტკიცებლად. სწორედ ასე არის ჩაცმული ლიზლ ფონ რუმანი - იზაბელა როსელინის კინოგმირი გროტესკულ "შავ" კომედიაში. კადრში იგი ჩნდება წითელი გახსნილ ქვედაბოლოთი და შიშველ მკერდზე დაკიდებული მასიური ყელსაბამით.


6. ბარბარელა (1968) / Barbarella

რეჟისორი: როჟე ვადიმი
როლებში: ჯეინ ფონდა, ჯონ ფილიპ ლოუ, ანიტა პალენბერგი, მაილო ო'ში, დევიდ ჰემინგსი

image

ბარბარელა

ეს არის პოპულარული ეროტიკული კომიქსების მიხედვით შექმნილი, ბუნდოვანი და ქაოტური სიუჟეტის მქონე ფილმი. ერთადერთი, რისი უარყოფაც არ შეიძლება, ეს არის პაკო რაბანას ავანგარდულ კოსტიუმებში გამოწყობილი ჯეინ ფონდას პერსონაჟის სექსუალურობა. აყველა ეს კოსტიუმი იმდენად საუცხოო და ეფექტურია, რომ ერთის არჩევა ნამდვილად ძნელია.


7. ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი(1995) / Star Trek: Voyager

რეჟისორები: დევიდ ლივინგსტონი, უინრიჰ კოლბი, ალენ კროკერი
როლებში: რობერტ პიკარდო, იტან ფილიპსი, ტიმ რასი, კეიტ მალგრიუ, რობერტ ბელტრანი

image

ცხრიდან მეშვიდე

მეშვიდე "ვოიაჯერის" სიუჟეტში მეოთხე სეზონის დასაწყისში შემოიყვანეს. ამის მიზანი იყო კოსმოსურ ხომალდზე მყოფ "წესიერ" ჯგუფში სარკასტული, კონტაპუნქტული და სექსუალური პერსონაჟის გაჩენა, რამაც შოუს რეიტინგი საგრძნობლად აამაღლა. რაიანს თავიდან ეცვა მოტკეცილი ვერცხლისფერი კოსტიუმი, რომელშიც აშკარად კვეთებოდა ქალის მშვენიერი სხეულის ყველა დეტალი. მოგვიანებით მისი სამოსი ოდნაც ნაკლებად გამომწვევი გახდა, თუმცა თინეიჯერული შოუსთვის მაინც ზედმეტად თამამად დარჩა.


8. ტრანსფორმერები (2007) / Transformers

რეჟისორი: მაიკლ ბეი
როლებში: შაია ლაბაფი, მეგან ფოქსი, ჯოშ დიუამელი, ტეირეზ გიბსონი, რეიჩელ ტეილორი

image

მიკაელა ბეინსი

მაიკლ ბეი სპეციალურად ეძებდა გოგონას, რომელიც განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა ჩვეულებრივვ თინეიჯერულ სამოსში ავტომობილის ფონზე. ამიტომ ქასტინგზე ფოქსს სწორედ რეჟისორის მანქანის რეცხვა მოუწია. ფაქტი კი ის არის, რომ არასტანდარტულმა ქასტინგმა ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. "ტრანსფორმერებში" გამოჩენის შემდეგ ფოქსი მყისიერად გახდა სექს-სიმბოლო.


9. ფლეშ-ცეკვა (1983) / Flashdance

რეჟისორი: ედრიან ლაინი
როლებში: ჯენიფერ ბილზი, მაიკლ ნური, ლილია სკალა, სანი ჯონსონი, კაილ ტ. ჰეფნერი

image
ალექს ოუენსი

სექსუალობა ყოველთვის გამომწვევი ღია ტანსაცმელი არ არის. ფილმის ყველაზე ეროტიული მომენტი, რომელიც დამსახურებულად მოხვდა პოსტერზე, არის კადრი, რომელშიც სარამოს სახლში დაბრუნებული ალექსი, იხდის ტანსაცმელს, იცმევს განიერ ნაცრისფერ სვიტერს და ამ სიმარტივეში იმდენად მომხიბვლელად გამოიყურება, რომ ნებისმიერ მამაკაცს მოუნდება დაპატიჟოს ფინჯან...სექსზე. საინტერესოა, რომ ეს სვიტერი ალექსის როლის შემსრულებლის, ჯენიფერ ბილზის პირადი გარდერობიდან იყო. როგორც მსახიობი ყვება, გარეცხვის შემდეგ, სვიტერი იმდენად დაპატარავდა, რომ ჯენიფერი იძულებული გახდა თავად გაეჭრა საყელო, რათა თავი გატეოდა - ასე აიხსნება ალექსის სვიტერის უჩვეულოდ განიერი საყელო.


10. შვიდი წლის თავზე (1955) / The Seven Year Itch

რეჟისორი: ბილი უაილდერი
როლებში: მერილინ მონრო, ტომ იუელი, ეველინ კიიესი, სონი ტაფტი, რობერტ სტრაუსი

image

გოგონა

სცენა, რომელშიც მონროს კინოგმირს, დიზაინერ უილიამ ტრავილის მიერ შექმნილ კოქტეილის კაბას სავენტილაციო ცხაურიდან გამომავალი ჰაერი უფრიალებს, მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლოს ყველაზე ცნობილი კადრია.


11. ლარა კროფტი (2001) / Lara Croft: Tomb Raider

რეჟისორი: საიმონ უესტი
როლებში: ანჯელინა ჯოლი, ჯონ ვოიტი, დენიელ კრეიგი


ლარა კროფტი

image

ეს იყო პირველი ვიდეოთამაშის პერსონაჟი, რომელიც ნამდვილ სექს-სიმბოლოდ იქცა. გამადიდებელი ბიუსტჰალტერისა და მოტკეცილი შავი სამოსის (მაისური და მინი შორტი) წყალობით ჯოლიმ ძალიან დამაჯერებლად "გააცოცხლა" სექსუალური ლარა კროფტი.


12. დოქტორი ნოუ (1962) / Dr. No

რეჟისორი: ტერენს იანგი
როლებში: შო ნკონერი, ურსულა ანდრესი, ჯოზეფ უაიზმანი, ჯეკ ლორდი, ბერნარდ ლი

image

ჰანი რაიდერი

საზოგადოების სამსაჯავროზე ბიკინი პირველად პარიზში გამართულ მოდების ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი 1946 წელს, თუმცა 1950-აინ წლებში ამ სამოსის ჩაცმას პლაჟზე მაინც ძალიან ცოტა თუ ბედავდა. ამიტომ სცენა, სადაც თეთრ ბიკინიში გამოწყობილი ჰანი რაიდერი აფროდიტეს მსგავსად "იბადება" ზღვის ქაფიდან, "დოქტორი ნოუს" ყველაზე დასამახსოვრებელ კადრად იქცა. სწორედ ბონდიანას პირველი სერიის წყალობით იქცა ბიკინი პოპულარულ პლაჟის კოსტიუმად. სხვათა შორის, ფილმში ურსულა ანდრესის რუჯი არ იყო ნამდვილი და დატანილი იყო ჩვეულერბივი ფუნჯით. ანდრესი არც საკუთარი ხმით მეტყველებს, რადგან შვეიცარიელ მსახიობს ერტიკიული როლისთვის ზედმეტად სასაცილო გერმანული აქცენტი ჰქონდა. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ვასკვლავი ეპოქის სექს-სიმბოლო გამხდარიყო და დღემდე შეენარჩუებინა "ბონდის ყველაზე პოპულარული გოგონას" სახელი.


13. მეხუთე ელემენტი (1997) / The Fifth Element

რეჟისორი: ლუკ ბესონი
როლებში: ბრიუს უილისი, ჰარი ოლდმანი, იენ ჰოლმი, მილა იოვოვიჩი, კრის ტაკერი

image
ლილუ

ლუკ ბესონმა თავისი ეპიკური ფანტასტიკური ბლოკბასტერის კოსტიუმების დიზაინერად ცნობილი მოდელიორი-ექსპერიმენტატორი, ჟან-პოლ გოტიე მიიწვია, რომელმაც უცნაური ფუტურისტული შედევრების მთელი სერია წარმოადგინა. ცნობილი არ არის კონკრეტულად მთავარი გმირის "ბინტების" კოსტიუმი იყო თუ არა გოტიეს შექმნილი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ იგი იქცა კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ღია და ცნობილ "ლუკად".


14. ძირითადი ინსტინქტი(1992) / Basic Instinct

რეჟისორი: პოლ ვერხოვენი
როლებში: მაიკლ დუგლასი, შერონ სტოუნი, ჯორჯ ზუნზუ, ჯინ ტრიპლჰორნი, დენის არნდტი

image
კეტრინ ტრემელი

პოლ ვერხოვენის ტრილერში მომხივბლელი სოციოპათის როლი შერონ სტიუნისგან არაერთგზის გაშიშვლებას მოითხოვდა, თუმცა კეტრინ ტრემელი ჩაცმულიც კი ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა: საკმარისია გავიხსენოთ სცენები, როცა ქალი მთავარი გმირის წინაშე შიშველ ტანზე თეთრ მოტკეცილ კაბას იცმევს, შემდეგ კი, დაკითხვის დროს, თამამი ჯდომის მანერით ახდენს იმის დემონსტირებას, რომ კაბის ქვეშ არაფერი აცვია. იდეალურად დადგმული სცენები, რომლებიც ერთდროულად აღაგზნებს პუბლიკას და აჩვენებს, თუ როგორ მანიპულირებს ტრემელი მამაკაცებით მაშინაც კი, როცა ეს უკანასკნელნი მის დამორჩილებას ცდილობენ.


15. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VI – ჯედაის დაბრუნება (1983) / Star Wars: Episode VI – Return of the Jedi

რეჟისორი: რიჩარდ მარკანდი
როლებში: მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი, ბილი დი უილიამსი, ენტონი დენიელსი

image

პრინცესა ლეია

პრინცესა ლეიას მეტალის ბიკინი "ვარსკვლავური ომების" მეექვსე სერიიდან თანამედროვე კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ერიტიული სამოსია. თუმცა ეს ბიკი საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვენივრად გამოიყურება კერი ფიშერის ტანზე, არამედ იმ სიმბოლური დატვირთვითაც, რაც მას კადრში და კადრს მიღმა გააჩნდა. ჯერ ერთი, ჯორჯ ლუკასმა მსახიობს ამგვარი ღია კოსტიუმი ჩააცვა არა იმიტომ, რომ ტრილოგიის ბოლოს ფანატების გახარება გადაწყვიტა, რამედ თავად ფიშერმა მოითხოვა საკუთარი იდეალური სხეულის დემონსტრირება. მეორეც, ფილმში ლეია ტყვედ ვარდება და ხდება სექს-მონა, რადგან ცდილობს გადაარჩინოს საყავრელი ადამიანი. ასე რომ ეს არის ერთგვარი ფიზიკური გამოხატულება პილოტის მიმართ მისი ძლიერი გრძნობებისა, რომლებიც ჯერ კიდევ მეხუთე სერიის ბოლოს დაიბადა.


1
566
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
566
  
2015, 24 ოქტომბერი, 13:49
მაგარია:)
0 1 1