x
image
სი
„ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი სმარტფონთან ერთად იმუშავებს

image2015 წელს, იაპონურმა კომპანია Sunstar-მა გამოუშვა „ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი სახელად G.U.M Play (იგივე Smart Toothbrush), რომელიც მომხმარებლის სმარტფონთან ერთად მუშაობს. მოწყობილობა აღჭურვილია ძაბვის დონის და ტელეფონთან შეერთების მდგომარეობის ინდიკატორებით. სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით, შეძლებთ გაიგოთ თქვენი ჩვევები კბილის ხეხვის დროს და აგრეთვე დააკვირდეთ პირის ღრუს რომელი მხარე ან რომელი კბილი ვერ სუფთავდება შესაბამისად. აპლიკაციაში ასახულია მომხმარებლის კბილების მოდელი და ზონები, რომლებსაც ის ასუფთავებს. ეს პროგრამა საშუალებას მოგცემთ, გასწავლოთ პირის ღრუს ჰიგიენის სწორად მოვლა და დაგეხმარებათ ამ მხრივ უკეთესი შედეგების მიღწევაში.



imageაპლიკაცია თავსებადია მოწყობილობებთან Android-ის და iOS-ის პლატფორმებზე აქედან გამომდინარე მისი გამოყენება საკმაოდ ფართოდ იქნება შესაძლებელი. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კბილების ხეხვისას მოწყობილობა G.U.M. Play-ის ასევე თქვენი საყვარელი მუსიკის ჩართვაც შეუძლია, ხოლო თუ მაინც მოიწყენთ, შეგიძლიათ სპეციალური აპლიკაცია Mouth Monster ითამაშოთ ან ახალ ამბებს მოუსმინოთ.

image
„ჭკვიანი“ კბილის ჯაგრისი ყველა სიგნალს ვიბრაციის გადამწოდის მეშვეობით იღებს, ხოლო მისი მართვა დისტანციურად, Bluetooth კავშირით ხდება. ამ მოწყობილობით დაინტერესებული პირებისთვის სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მისი ტექნიკური მახასიათებლები და ფასი არ ვრცელდება.

4
21
8-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
21
  
2015, 24 ოქტომბერი, 15:52
:)
2015, 24 ოქტომბერი, 13:12
:))
2015, 24 ოქტომბერი, 13:11
საინტერესოა:)
0 1 4