სიახლეები “Forbes”-მა ყველაზე შემოსავლიანი ბრენდების სია გამოაქვეყნა 2015, 23 ოქტომბერი, 19:16 ჟურნალმა “Forbes”-მა ყველაზე წარმატებული ბრენდების სია გამოაქვეყნა. მონაცემების შეგროვებისას, ბრენდების 3 წლიანი მუშაობა და შემოსავალი შეფასდა. სიაში 15 ქვეყნის კომპანიები მოხვდნენ, რომელთა 50% ამერიკულია.
პირველი ადგილი – “Apple” 145, 3 მილიარდი დოლარით, რომელმაც ძირითადი მოგება სმარტფონების გაყიდვით ნახა. მეორე ადგილი – “Microsoft”, რომლის ღირებულებაც 69, 3 მილიარდი დოლარია. მესამე ადგილი – “Google”, მისი ღირებულება 65, 6 მილიარდს შეადგენს. მეოთხე ადგილი – “Coca-Cola”, 56 მილიარდი დოლარით. მეხუთე ადგილი – “IBM” ($49, 8 მილიარდი). მეექვსე ადგილი – “McDonald`s” ($39, 5 მილიარდი). მეშვიდე ადგილი – “Samsung” ($37, 9 მილიარდი). მერვე ადგილი – “Toyota” ($37, 8 მილიარდი). მეცხრე ადგილი – “General Electric” ($37, 5 მილიარდი). სიის ბოლოს სოციალური ქსელი “Facebook”-ი მოხვდა ($36, 5 მილიარდი), რომელსაც როგორც “Google”-ს პოზიციებზე დიდ ზრდას უწინასწარმეტყველებენ. 108 6-ს მოსწონს
|