x
image
tekoo
ავსტრალიელმა მრბოლელმა წყალზე გაიარა!

ავსტრალიელები სერფინგის და ტალღების მეფეებად ითვლებიან. ხუმრობენ კიდეც, რომ ახლად დაბადებულ ბავშვებსაც შეუძლიათ ტალღაზე დგომა და პატარა ასაკიდან სწავლობენ ყველაზე მაღალი ტალღების დაპყრობას.

imageავსტრალიელი სერფინგისტების სტატუსში ეჭვი აღარავის შეეპარება, როდესაც რობი მედისონის ვიდეოს ნახავს. გინესის წიგნის რეკორდსმენმა, მოტოციკლისტმა რობი მედისონმა ამერიკულ ბრენდ “DC Shoes”-თან ერთად მაყურებელს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა და ტალღების დაპყრობა მოტოციკლეტით გადაწყვიტა. ილეთის შესრულებისთვის რობი მედისონი და მისი მოტოციკლეტი ორი წელი ემზადებოდა.
ვიდეო “DC Shoes”-ის სარეკლამო კამპანიის “აუხდენელი ოცნების” ნაწილი გახდა.


1
116
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
116
  
2015, 23 ოქტომბერი, 2:57
საღოლ
0 1 1