x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თინა მახარაძე:"იჯდა ყ...ქალა გურანდა გაბუნია"

image



მსახიობი თინა მახარაძე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ პერიპეტიებს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან ეხმაურება:


"ამ ისტორიის დაწერას აბსოლუტრად სხვა პათოსით ვაპირებდი, მაგრამ ეს ის
დროა, რომლიც სტილისტურად გამართული ლიტერატურისა და სენტიმენტების არ არის.

დღეს, ლანა ღოღობერიძის საღამოზე (რომელიც ისე ჰგავს ბებიაჩემს და ისე
მომწონს), სადაც უკრავდა მანანა მენაბდე (რომელიც ისე ჰგავს არავის და ისე
მიყვარს), იჯდა ყ...ქალა გურანდა გაბუნია, რომელიც, მახსოვს, გადაღებას
აჩერებდა ხოლმე იმპერატიული განაცხადით: "პრავიწელსტვა ზვანიტ" და ეკა
ბესელიას ეჭორავებოდა გაგანია სეტზე, და იჯდა ყ... ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც
იმიტომ კი არ არის ყ...., რომ დაბერდა და გამო......ა, არამედ იმიტომ, რომ
თხემით ტერფამდე ყ.... იყო ყოველთვის და წინა სასიკვდილო აგონიაში მით
უფრო-სულით ხორცამდე ყ....დ იქცა, რომელიც, თავის მხრივ, მთელ ხმაზე ლანძღავდა
ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო და დაჟინებით
სთხოვდა-კაცობა უკვე დაკარგე და ბარემ პომადაც წაისვიო, და,
ამასთან, გვერდით მჯდომ მაია ფანჯიკიძეს ჩემზე ეძალავებოდა-გინდა თუ არა, შენ
გეცოდინება, ეს ხომ ის გოგოა, გოგოები რომ მოსწონსო (ამ დროს მე და Dimu ვიღიმოდით, ერთმანეთს ვკოცნიდით და ვუსმენდით პასტერნაკს, ბროდსკის, ვერლენს, ედგარ პოსა და ანა კალანდაძეს).

თავისთავად ეს ამბავი, თავისი მოქმედი პირებით, ამაზრზენია და
შესაბრალისი, მაგრამ ეს ის დროა, როცა შემწყნარებლობის, დათმინებისა და
კომპრომისების დრო არ არის.
ეს ის დროა, როცა თქვენი კეთილი ნება
, თქვენი ცხოვრება, თქვენი მომავალი უნდა მართონ
ჯანსუღებმა, გურანდებმა, ბესელიებმა, ხალვაშებმა და წმინდა წყლის ყ....მა.
და ეს არ უნდა გინდოდეთ!
და თუ ეს არ გინდათ, გამოდით ხვალ რუსთავი 2ის დასაცავად.
აქ რუსთავი 2ზე კი არა, თქვენს პირად არჩევანზე, პირად სივრცეზე, თქვენს პირად ეპოქაზეა ლაპარაკი.

მომიტევეთ ჰეროიკული განწყობა, გაუმართავი ტექსი, მომიტევეთ 25 წელი და
ახალგაზრდული გამწარება (რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავბერდები, არ
გამოვ.......ი), მომიტევთ თავისუფლება, როგორც წესი, როგორც არჩევანი
იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა წესი გარდა კეთილი ნებისა და გარდა
თავისუფლებისა-ჩვენი და სხვისი."

image

1
911
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
911
  
2015, 23 ოქტომბერი, 13:08
ეს რომ სხვაზე რამეს დაწერს, თავი "პროდვინუტი" რომ ჰგონია ამაშია მისი უბედურება...
0 1 1