x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ მოვიშოროთ სამუდამოდ "ბოლოჭამიები" ?

image1. პირველ რიგში უნდა მოიჭრათ დაზიანებული ბოლოები და ამითი გამოაცოცხლოთ თმა, მხოლოდ შემდეგ აქვს აზრი სამკურნალო პროცედურების ჩატარებას-გახსოვდეთ გაყოფილ ბოლოებს უკვე არაფერი ეშველება.
2. თმის უთოები, ცხელი ფენი და თმის დასახვევები არიან თმის ჯანმრთელობის ნომერ პირველი მტრები.
3. ჯანსაღი კვება. დიეტოლოგები თვლიან, რომ თუ ხშრად მიირთმევთ ცხიმიან და ტკბილ საკვებს-ეს ცუდათ აისახება თმების სილამაზეზე. ხოლო ჭარბი რაოდენობით მიღებული წყალი პირიქით დადებითად მოქმედებს გამომშრალი თმების პრობლემაზე.
4. თუ კვება არ არის სრულფასოვანი და სახეზეა ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა-მიმართეთ ექიმს ვიტამინური კომპლექსის დასანიშნათ.
5. არ არის აუცილებელი თმა ხშრად დაივარცხნოთ-ეს მხოლოდ დააზიანებს მას. არ გამოიყენოთ რკინის სავარცხელი წვეტიანი კბილანებით. უმჯობესია გამოიყენოთ ხის ან პლასტმასის ჯაგრისი ან იშვიათ კბილებიანი სავარცხელი.
6. თმას უფრო აზიანებს დავარცხნა, როდესაც ის სველი ან ნამიანია - რადგანაც ამ დროს ისინი იწელებიან, შედეგად თხელდებიან და წყდებიან.
7. დაბანვის შემდეგ თმები პირსახოცით შეიმშრალეთ და მიეცით მათ საშუალება ბუნებრივად გაშრენ. არ არის საჭირო პირსახოცით თმის ერთმანეთზე ხახუნი-როდესაც თმა აბურდულია შეეცადეთ ისინი თითებით დაივარცხნოთ-რაც შეიძლება ნაზად.


8. თუ ერთი და იგივე ვარცხნილობას ატარებთ(კუდი, ნაწნავი და ასე შემდეგ) სახლში მაინც დაასვენეთ თმები თმისამაგრებისგან, რადგანაც ხშირი ტარებისას ისინი საგრძნობლად აზიანებენ თმას. ამის მიუხედავათ ყოველთვის არ ღირს უარის თქმა ქუდზე, რომელიც აგრეთვე შეიძლება გახდესნ ზიანის მომტანი. მაგრამ იგი აუცილებელია მზიანი, წვიმიანი ან თოვლიანი ამინდის დროს, რადგანაც ის დაიცავს თმებს გარემოს მავნე ფაქტორებისგან.
9. თუ იყენებთ თმის დასაყენებელ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც სპირტს შეიცავენ უნდა იცოდეთ, რომ ისინი თმების გამოშრობას გამოიწვევენ.
10. ბოლოჭამიების მკურნალობაში ყველაზე მთავარი ასპექტი არის ინტენსიური და სისტემატიური დატენიანება. აუცილებელია კოსმეტიკა ინდივიდუალურად შეირჩიოთ, დღეს კოსმეტოლოგია ბევრ თანამედროვე თმის მოვლის პროდუქტს გვავაზობს: სამკურნალო კრემები, ნიღბები, დამატენიანებელი და დამარბილებელი კონდიციონერები. ყოველთვის გამოიყენეთ სამკურნალო ან პროფესიონალური ხაზის პროდუქცია.
11. შესაძლებელია თმის ზრდის დამაჩქარებელი შრატების და ნიღბების გამოყენება, რათა თმის ღერო მალე განახლდეს და ბოლოები სინანულის გარეშე მოიჭრას.




ნიღბები დაზიანებული თმებისთვის

ეს ნიღბები დაგეხმარებათ თმების სიჯანსაღის დაბრუნებაში. ყველაზე მარტივი ნიღაბია -ზეთი(ბირკას, აბუსალათინის, ზეითუნის, ნუშის). თავის დაბანამდე 40 წუთით ადრე შეიზილეთ თავის კანში ზეთი, შემდეგ გადაინაწილეთ ის მთელი თმების სიგრძეზე. თავზე ცელოფნის ქუდი დაიფარეთ, შემდეგ კი პირსახოცი შემოიხვიეთ. უმჯობესია პროცედურის ჩატარებამდე ზეთი შეათბოთ.

ათქვიფეთ კვერცხის გული და დაუმატეთ თითო-თითო ჩაის კოვზი რომელიმე ზეთი, კონიაკი და თაფლი. დაიდეთ ნიღაბი თავის დაბანამდე 30 წუთით ადრე.

კვერცხის გულს დაუმატეთ ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი და 100გრ კეფირი(შემთბარი) და კარგათ აურიეთ. მიღებული მასა თანაბრად გადაინაწილეთ მთელი თმის სიგრძეზე. დაიფარეთ ჯერ ცელოფნის ზევიდან კი ნაქსოვი ქუდი(სათბურის ეფექტის შესაქმნელად). ერთი სააათის შემდეგ დაიბანეთ თმები, ნიღბის გაკეთება რეკომნდირებულია კვირაში ერთხელ, მკურნალობის სრული კურსია 6-8 პროცედურა.




აიღეთ თანაბარი პროპორციებით ხნა(უფერო), კონიაკი, ზეთი, თაფლი და ერთი კვერცხის გული. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებმდე და წაისვით თმებზე, დაიხურეთ ცელოფნის შემდეგ კი თბილი ქუდი. ჩამოიბანეთ ნიღაბი ერთი საათის შემდეგ. კურსი 6 პროცედურაა, რომლის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ.

აურიეთ 1:3 თან პროპორციით ბირკას და ნუშის ზეთი, წაისვით ნარევი თმის ბოლოებზე. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმნის წვენი, 2 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი და მაგდენივე ბირკას ზეთი. აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები, შემდეგ წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 40 წუთი.

გააზავეთ უფერო ხნა ანადუღარი წყლით, ფაფის კონსისტენციის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი თმებზე და გაიჩერეთ 40 წუთი, ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნის გარეშე.




აიღეთ თითო სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ზეითუნის ზეთი და კეფირი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მხოლოდ შემდეგ დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ისევ კარგად აურიეთ. ნიღაბი წაისვით მთელი თმის სიგრძეზე, კარგათ შეიზილეთ ნიღაბი თავის კანშიც. შემდეგ დაიხურეთ ცელოფნის ზემოდან კი თბილი ქუდი და გაიჩერეთ ნიღაბი 45 წუთი. ამ ნიღბის გაკეთების შემდეგ კოსმტოლოგები გვირჩევენ 48 საათის განმავლობაში არ გამოვიყენოთ არანაირი თმის მოვლის საშუალება, რადგანაც კაკაო გამოირჩევა ხანგძლივი მოქმედების ეფექტით და ის აგრძელებს თქვენ თმებზე მუშაობას შემდეგი 2 დღის განმავლობაში.ბევრს აწუხებს ეს პრობლემა, განსაკუთრებით გოგონებს, შევეცდები ამ სტატიაში აგიხსნათ როგორ უმკურნალოთ მას.

ამასწინათ რომელიღაც უცხოურ საიტზე წავაწყრი ამ სტატიას, და ვთარგმნე.


2
1044
3-ს მოსწონს
ავტორი:Aimstar
Aimstar
1044
  
2013, 1 სექტემბერი, 16:36
აი ბოლო გამომადგება ალბათ :)
2012, 27 მაისი, 19:20
მიმააქ :))
0 1 2