x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ლინდა ადამია დედა გახდა
image
"X-ფაქტორის" მონაწილე ლინდა ადამია დედა გახდა. როგორც „ფეისბუქზე“ ლინდა წერს, მას ბიჭი შეეძინა, რომელსაც ჯარჯი დაარქვა.


„კი კი ამდენი დროის შემდეგ დაიბადა ჯარჯი. ჩემი შვილი!!! რომელმაც ყველაფერი ისეთ ფერებში დამანახა რაც აქამდე თვალით არ მენახა!!! ბევრს აღარ მოვაყოლებ უბრალოდ გეტყვით რომ მე უბედნიერესი ვარ რომ ღმერთმა ასეთი დიდი საოცრებით დამაჯილდოვა რასაც (ვისაც) შვილი ჰქვია!!! უბედნიერესი ვარ რომ მე უკვე ჯარჯის დედიკო ვარ. უღრმესი მადლობა ყველას ყველას მოლოცვისთვის“, - წერს ლინდა.

image


ლინდა ადამია თბილისის ღია უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის ფაკულტეტის სტუდენტია. იგი 2015 წლის მუსიკალურ შოუ "X-ფაქტორ"-ის ყველაზე პოზიტიურ კონკურსანტად ითვლებოდა. ორსულმა, ლამაზმა და მხიარულმა გოგონამ მალევე მოხიბლა ჟიურიც და საზოგადოებაც. „სამყაროში ხომ არაფერია იმაზე ლამაზი, ვიდრე ორსული ქალი და თურმე, არაფერი ყოფილა ისეთი კარგი მოსასმენი, როგორც ორსული ქალი, რომელიც მღერის“, – ამ სიტყვებით ლინდა ადამიას გამოსვლა ანრი ჯოხაძემ შეაფასა.



„X ფაქტორი“ მისთვის პირველი საკონკურსო შოუ არ იყო. შარშან „ახალ ხმაში“ მონაწილეობდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო კონკურსის დატოვება მოუხდა.

image


მეუღლე, დათუნა ყიასაშვილი, ტატუს სპეციალისტი, სოციალურ ქსელში გაიცნო. ლინდას ტატუს გაკეთება უნდოდა და მასთან მივიდა. მაგრამ „ლაივში“ გაცნობილმა წყვილმა „საქმე“ დაივიწყა და სპონტანურად ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.

0
136
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0