x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პატარა ამბავი მოხუცზე, რომელიც საზამთროს ყიდდა.

მოხუცი ყიდის საზამთროებს ბაზარში. წინ წარწერა აქვს:
” ერთი საზამთრო – 3 ლარი, 3 საზამთრო – 10 ლარი”.
ჩერდება გამვლელი:
– მოხუცო, კარგად ხარ?! ერთი თუ 3 ლარი ღირს, სამი 10 ლარი როგორ?!
– აი ეგრე გამოდის და…. პასუხობს მოხუცი.
– რა გამოდის ეგრე?! აი, შენ სამი ლარი და მომეცი ერთი საზამთრო.
მოხუცი ართმევს 3 ლარს, აწოდებს საზამთროს.
– აი, კიდევ 3 ლარი და მეორე მომეცი. – აი, კიდევ 3 და…. მესამეც მომაწოდე. ხედავ, მე სამი საზამთრო imageვიყიდე, შენ კი 9 ლარი გაქვს 10-ის ნაცვლად, ისწავლე მარკეტინგი! – კმაყოფილია კლიენტი.
მოხუცი მხრებს იჩეჩავს და გულუბრყვილო თვალებით იცქირება.
კლიენტი მიდის.
მოხუცი კმაყოფილი გადათვლის ფულს.
– მოდიან, ჭკუას გარიგებენ, საზამთრო სულ არ უნდათ, სამს ყიდულობენ და კიდევ მე არ ვიცი მარკეტინგი?!

0
2078
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლუტიძე
ნინო ლუტიძე
2078
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0