x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
გლდანის პატიმრის დღიური 8 - 10 ივნისი - სისხლი ამოგვწოვეს და წავიდნენ
image



8 ივნისი


ვიღაცის ღრიალმა გამაღვიძა, გამოვიდა- გამოვიდა დროითო, ყვიროდა ასე სამი ოთხი ადამიანი. წამოვხტით სწრაფად ჩავიცვით. "შმონია", თქვეს ბიჭებმა. ციტა ხანში კარი გააღეს, ""დროზე გამოვიდა, დროზე ბიჭო"". კაკო ავადმყოფია და ვერ დადის, დროზე "დროზე შე ყ...ო, შემ ხომ არ ანძ....ვ", გაისმა მისი მისამართით. აბანოში გაგვიყვანეს. გაგვაშიშვლეს,
კამერაში, რომ დავბრუნდით ყველაფერი არეული დაგვხვდა. ტანსაცმელი გადმოყრილი, პირსახოცები და ჰიგიენის ნივთები, იატაკზე ეყარა. ჩვცენ დალაგება დავიწყეთ. ამასობაში საუზმეც მოვიდა. საუზმის შემდეგ ისევ წიგნებს მივუჯექი. ფიქრმა თავი წამართვა, წუხანდელი სიზმარი გამახსენდა.
სახლის კიბეებზე შოთიკო ამოდიოა, წითელი მაისური ეცვა და ხელში თასი ეჭირა, რომელზეც მწვადის შამფურები ელაგა. ამოდიოდა და იღიმებოდა. მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ, მეჩქარებოდა, ციხეში ვიყავი დასაბრუნებელი.
ნელ ნელა ადაპტაცია გავიარე, კონტაქტში შევდივარ ბიჭებთან. ჩვენს ინდოელს მოჭოტას ეძახიან. რატომ დაარქვით მეთქი, რომ ვიკითხე გაეცინათ, "ასე იძახის, მიშა შენი სანდრა უნდა მოვჭოტოო" მიპასუხეს. მეც გამეცინა. ისე საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია. სადღაც ორ თვეში მშვენივრად აუთვისებია ქართული. მე მაინც ვცდილობ ინგლისურად ვილაპარაკო. აქედან სხვა რა სიკეთე უნდა წავიღო, გარდა იმისა, რომ ცოტა ენა გავიტეხო ინგლისურში. მიჭირს ინგლისურად ლაპარაკი, მაგრამ არ ვეპუები, მოჭოტას და კაკოს ვთხოვე რაც შეგეძლებათ გამისწორეთ მეთქი. მოჭოტა გვარად სინგხია, სამეფო გვარის წარმომადგენელი. თურმე, თავის მეგობარ სტუდენტებს, საბერძნეთში ცხოვრების, ყალბ სტიკერებს უკრავდა პასპორტში და საცხოვრებლად უშვებდა. ახლა განაჩენს ელოდება, 20000 ათასის გადახდის შემთხვევაში, ერთ წელს აკმარებენ, როგორც ადვოკატი ეუბნება.
კაკო, ახალგაზრდა კაცია, თუმცა დისკოზი თუ რაღაც მსგავსი აწუხებს და ვერ დადის, თან შაქარი აქვს. რომ ვკითხე რაზე ხარ მეთქი, მითხრა მე და ჩემი ძმა ვჩხუბობდით, ბებიაჩემი შუაში ჩაგვიდგა, შემთხვევით გადავარდა და დაიღუპაო. საკმაოდ განათლებულია და შემეცოდა, ვიფიქრე ალბათ თვითონაც ნანობს თქო. მერე მითხრეს ბიჭებმა, საბრალდებო დასკვნა რომ მოუვიდა, მალავდაო. არადა ციხეში წესია და დაუწერელი კანონი, ერთ კამერაში მცხოვრებებმა ადამიანებმა, ერთმანეთის შესახებ უნდა იცოდნენ. წურთმევიათ, როგორც ამბობენ, დასკვნაში ეწერა რომ მან საკუთარი მწოლიარე, ბებია მოკლა ჩამჩით. საღოლ, მაგარ ტიპთან ერთად ვარ კამერაში. რა უნდა დაგიშავოს ადამიანმა რომ, ლოგინში დაადგე და ჩამჩა ურტყა თავში 80-ს გადაცილებულ, უსუსურ ქალს.
ბებიაჩემი გამახსენდა, მარგო ტყავაძე. მან გამზარდა ფაქტიურად, მშობლები და ჩემი და ძირითადად, სოფელში იყვნენ. ჩემს ოჯახზე მოგვიანებით მოვყვები.
გელამ მითხრა მოდი შაში ვითამაშოთო, დავთანხმდი არა და, მგონი წლებია არ მითამაშია.ასე 5-6 ხელი ვითამაშეთ, გამანადგურა. გადავწყვიტე სანამ აქ ვარ ამ თამაშსაც დავეუფლო.
მაესტროზე საინფორმაციო დაიწყო, ჩუმად ვუსმენთ არ უნდა გაიგონ, ზედამხედველებმა, თორემ წაგვართმევენ. ნაწილი მაღაზიის სიას აკეთებს, ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ აჯიკაზე, მაიონეზზე, სვანურ მარილზე და სხვა სანელებლებზე, ამათ საჭმელს ხომ საერთოდ გემო არ აქვს, მარილსაც კი არ უკეთებენ, ჩვენ ვყიდულობთ, საპონს, სარეცხის ფხვნილს, ჭურჭლის ჟელეს მოკლედ ჩვეულებრივი ოჯახური პრინციპით ვცხოვრობთ. საინფორმაციო დამთავრდა, შუქი ჩაქრა და დავწექით.
ახალი ჩაძინებული ვარ, ვიღაცის ყვირილმა და გინებამ გამაღვიძა დამთრგუნველი ხმები ისმის, რომელიღაც კამერაში პატიმრები ბღავიან, სადღაც ახლოს არის. ცემა ტყეპა ასე 20 წუთი გრძელდებოდა, მერე გავიგეთ როგორ გაირეს გინებ-გინებით რეჟიმის თანამშრომლებმა. ნერვიული აღგზნება, მაქვს ცახცახმა ამიტანა. შიშის არა ტკივილის, ცახცახმა. არ ვიცი რატომ სცემდნენ იმ ბიჭებს რა დააშავეს, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, დანაშაულზე პასუხი კანონით უნდა აგო ნორმალურ ქვეყანაში და არა საკუთარი ტყავით. თითქმის თენდებოდა როცა ჩამეძინა


image



9 ივნისი


ნაცნობი ბრახუნი, წამოვხტი, "პრაგულკა" ზე ხელი მოვაწერე, პური ავიღე, და საჭმელისთვის გავამზადე ჭურჭელი. სანთელი ავანთე და დილის ლოცვები წავიკითხე, არც მახსოვს როგორ მივედი აქამდე, ლოცვის სურვილი თავისთავად მოვიდა. ლოცვა დავასრულე და წიგნი გადავშალე. გავიგე როგორ დაიჩხარუნა დერეფნის ბოლოს ურიკამ რომლითაც საჭმელი დააქვთ. რამაზი გავაღვიძე საჭმელი ავიღოთ მეთქი. ვისაუზმეთ რადიო ჩავრთეთ. გელა და მოჭოტო შაშს თამაშობენ იქით გია და მამუკა საუბრობენ, რამაზი წერილს წერს ოჯახში გასაგზავნად, კონტროლიორი აქეთ იქით დადის.
უცებს კარებზე საშინელი ბრახუნი გაისმა და წამოვხტით ყველა, "ვერ დამინახეთ არა თქვე ყ....ო, თუ ფეხზე ადგომა გეზარებათ, თქვენ ხომ არ ანძ...თ ბიჭო, დატ.....თ ბაჭიებივით.", ბოლო ფრაზა ისეთი ტონით თქვა ოფიცერმა გაგვეღიმა. "რას იღრიჭები შიგ ხომ არ გაქვს შე კუზიანო" მიმართა კაკოს, ეტყობა მარტო ის შეამჩნია. წავიდა.

"ყურადღებით ვიყოთ და გავაფრთხილოთ ერთმანეთი, თორემ დაგვანგრევენ", თქვა მამუკამ. არ გასულა 10 წუთი კიდევ შემოიხედა, ფეხზე ავდექით, ასე არ სჯობიაო? გვითხრა და წავიდა.

მე და მოჭოტამ ბევრი ვისაუბრეთ პოლიტიკურ, ვითარებაზე. სააკაშვილის არაკაცობები და კრიმინალი მოვუყევი. თვითონ მითხრა, რეკლამების მიხედვით საქართველო ერთ ერთი ევროპული და დემოკრატიული ქვეყანააო. ამიტომ ჩამოვედი ინდოეთიდან სასწავლებლად. აქ კი თავი ვერ გამქონდა და ამიტომაც დავიწყე, იმ ნაკლეინკების დამზადება, რომ მიჭირდა და არ მყოფნიდა თვიდან თვემდე გამოგზავნილი ფულიო. აქ ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთანო.
წიგნი ავიღე, მაგრამ გული ვერ დავუდე. ღმერთო ჩემო, ამდენი დამცირება და შეურაცხყოფა მთელი 28 წლის განმავლობაში არ ამიტანია ერთად აღებული. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, უფალს ვთხოვ გამაძლებინოს, მომცეს ძალა რომ ჭკუიდან არ გადავიდე.

ოჯახი მენატრება, პატარა მიხო, რომ დაიბადა მახსოვს, უამაყესი ვიყავი, ბიძა გავხდი. 1 კილო და 450 გრამი იყო, სულ ციცქნა. რომ ვნახე პირველად ინკუბატორში, პატარა გაწუწული წიწილასავით იწვა, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა მის გვერდით ვიყო, ვასწავლო სიყვარული, მამულის, მშობლების, თავისი კუთხის, მინდა ქართული სულის, ევროპული ღირებულებების, პრაგმატულად მოაზროვნე, კაცი გაიზარდოს. იცოდეს წარსულის პატივისცემა, მაგრამ ფიქრობდეს განვითარებაზე, არ მოექცეს სტერეოტიპების ტყვეობაში. დღეს მის გვერდით უნდა ვიყო, ახლა ხდება მისი ჩამოყალიბება, ვიცი კარგი დამრიგებლები და აღმზრდელები ჰყავს, მაგრამ მე ჩემი მინდა რომ ვუთხრა. არ ვიცი როდის ვნახავ. რამდენი ზაფხული ან ზამთარი გავა მის გარეშე, ბოლო იმედები რომ რეჟიმი დამარცხდებოდა 26 მაისს უკავშირდებოდა, აქაც ვერ გაიყვეს რაღაც პოლიტიოსებმა, ამ კიწმარიშვილს ხომ თავიდანვე ვერ ვიტანდი, იმედი წაართვეს ქართველ ხალხს თავიანთი ხტუნაობით ვიღაც ერთიანდება, ვიღაცა ერთობას ტოვებს, ვიღაც საქართველოს ბილეთს იღებს და ბოლოს აღარ ჩამოდის და დაბნეული ხალხი, ისევ შეჩვეულ ჭირს ამჯობინებს, შეუჩვეველს, ვერ გაიგეს საით მიექანებიან ეს პოლიტიკოსები, უკვე მოსაღამოვდა. სამი ოთხი ხელი ნარდი ვითამაშეთ მაღაზიისთვის სია დავწერეთ და და შუქიც ჩაქარა. დავწექით, ვერაფრით ვიძინებ დღეს ვის მოუწევს ნეტავ, რომელი კამერა დაინგრევა? ჩემდა გასაკვირად არაფერი მომხდარა. ასე ორ საათში დამეძინა.


10 ივნისი


ბიჭებმა გამაღვიძეს, მითხრეს უკვე გვიანია, რომ შემოიხედონ, ხომ იცი ტვინს მოტ......ო, ავდექი ის იყო გაციებულ ჩაის გემო გავუსინჯე, რომ ოფიცერმა შემოიხედა, წყნარად იყავითო დაგვიბარა და წავიდა. კონტროლიორი ახალია, ყოველ 5 წუთში იყურება, ჩვენც ყოველ 5 წუთში ფეხზე ვდეგებით, ნერვები უკვე გასივდა. რამაზიმ და კობამ რაღაცაზე იკამათეს, ოფიცერმა გაიგო შემოვიდა და რომ ვერ გაარკვია ვისი ხმა იყო, კაკოს, მოჭოტას და გელას გარდა ყველას დაგვარტყა, ვის მუცელში, ვის ფერდში, ვის ბეჭებში. "ტრაკს თუ არ დააყენებთ დედას მოგიტ....თო და გავიდა."

კარგით რა რაგაატრაკეთ საქმე აიყვანეთ თავი ხელში. - თქვა მამუკამ

იქვე ჩამოვჯექი, სუთქვა მაქვს შეკრული დარტყმისგან, უფრო მეტად კი ბოღმა მახრჩობს.

ჩემი სასამართლო 2 ივლისს არის ჩანიშნული, ნეტავ სადამდე წავა პირსისხლიან სააკაშვილს დამონებული, თვალახვეული თემიდას სიბინძურე? რამდენს მოგვცემენ მე და დათოს. მთელი დღე უაზროდ გავიდა, მთელი დღე ვფიქრობდი. თუ რამე ფუნქცია არ შევძინე საკუთარ თავს, აქ ალბათ გავგიჟდები, რა შეიძლება სასიკეთო გავაკეთო? ვერაფერი მომიფიქრებია. ამასობაში მაღზია მოიტანეს, პრესა, სიგარეტი, საპონი, ჭურჭლის ჟელე, სანელებლები. ჟურნალ გაზეთებზე ტაციაობაა. ეს ხუმრობით თორემ სად წავა, ყველა წავიკითხავთ. საინფორმაციო დაიწყო. საღამოს ცხრა საათია. სანთელი ავანთე და ლოცვას ვკითხულობ, ღმერთს პატიებას ვთხოვ. პატიებას ყველაფერი ცუდისთვის რაც გამიკეთებია ოდესმე.

დავწექი მალევე ჩამეძინა. კარების ჩხაკუნმა გამაღვიძა. რა დღეში ხართ თქვენი დედები მოვტ...ნ, ღრიალით შემოვარდა ვიღაც. ნორმალურად ჩაცმაც ვერ მოვასწარით. ვინ არ ისვენებს, თქვე ყ...ბო, რა დედის ტ...ნა გინდათ გამაგებინეთ. ყვიროდა ვიღაც მუტრუკი. ასე რვანი იყვნენ, კაკომ უთხრა ინდოელს დაველაპარაკე, ცუდად ვიყავი და წყალი ვთხოვეო. ისევ იგივე სამეული გააცალკევეს. კაკო ავადმყოფია და შეიძლება ერთ დარტყმაში მოკვდეს, ასევეა გელაც თან უკვე საკმაოდ მოხუცია, მოჭოტა ინდოელი და დიპლომატები ხშირად აკითხავენ, ჩვენ კი ვინც არც ავადმყოფები ვართ და არც უცხოელები. გვირტყავენ. გვირტყავენ მუცელში, ბეჭებში, გვერდში. გვირტყავენ ხელს და წიხლს თან ისე რომ ხელები ზურგს უკან უნდა გველაგოს, წელში გაგვასწორებენ და ყურებში გაშლილ ხელებს ერთდროულად გვირტყავენ, გიას ცხვირიდან სისხლი წასკდა და თავი გაანებეს. მამუკას ყურიდან სითხე მოსდის ჩვენ წელში ვერ ვიშლებით. ეს ღრიანცელი, ასე 20-25 წუთი გრძელდებოდა. გული იჯერეს, სისხლი ამოგვწოვეს და გავიდნენ. ძლივს ავბობღდით მეორე სართულებზე. დავწექი. ყველაფერი მტკივა. ვატყობ მალე ჭკუაზე შევცდები თუ ასე გაგრძელდა. არ ვიცი რომელი საათია, შორს ტრაილერმა სიგნალი მისცა, გაბმული სიგნალი და ვატყობ ძილის ბურანში ვეხვევი.

0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0