x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
„ტოიოტამ“ არ იცის, თუ როგორ აღმოჩნდა ტერორისტების ხელში ამდენი „ლენდ კრუიზერი“ და „ჰაილუქსი“

imageტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ათასობითი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს ფლობს. განსაკუთრებით თვალშისაცემია პიკაპის ტიპის ავტომობილები, რომლებიც ტერორისტების მიერ გადაღებულ არაერთ ვიდეოკლიპში ჩანს. სიუჟეტი ამის შესახებ ამერიკულმა იტელეკომპანიამ ABC-მ მოამზადა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ს შესაბამისი სამსახურები დაუკავშირდნენ „ტოიოტას“ ცენტრალურ ოფისს, თხოვნით, რომ გაერკვათ, თუ როგორ აღმოჩნდა ტერორისტების ხელში ამდენი ავტომობილი.
„აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ანტიტერორისტულ დეპარტამენტს „ტოიოტაში“ განუცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში ავტომობილები, თუმცა მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია სიუჟეტში.
კონცერნში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტორს გადაცეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში მანქანების მიწოდების ყველა წყაროს შესახებ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ აქვთ მკაცრი პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს მათ მიერ წარმოებული ავტომობილების იმგვარი მოდიფიკაცია, რაც ამ ავტომობილებს სამხედრო პროდუქტად აქცევს.
როგორც ტელეკომპანიას აშშ-ში ერაყის ელჩმა განუცხადა, ბოლო წლებში „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ტოიოტას“ მარკის ასობით აბოსლუტურად ახალი ავტომობილი შეიძინა, რაც ათასობის ნახმარ ავტომობილს დაემატა. ყველაზე პოპულარული ტერორისტებს შორის „ლენდ კრუიზერისა“ და „ჰაილუქსის“ მოდელის ავტომობილებია.

0
254
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0