x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
სახის კრემი, რომელიც ყველაზე პრობლემურ კანსაც კი აახალგაზდავებს

ეს საოცარი კრემი კანს ხავერდოვანს, მბზინვარეს და აბრეშუმივით ნაზს ხდის. აქრობს მიმიკურ ნაოჭებს და ჯანსაღ იერს ანიჭებს მას. სტატიაში წარმოგიდგენთ მისი მომზადების ძალიან მარტივ წესს.


image


ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

– ახალი კვერცხის გულის ნახევარი;


– 2 ჩ. კ. ნუშის ზეთი (შეგიძლიათ შეცვალოთ ზეითუნის ზეთით);

– 1 ჩ. კ. ზღვის მარილი;

– 2 ჩ. კ. გვირილის ნახარში (1 ს. კ. გამხმარ გვირილას დაასხით 200 მლ. წყალი, ადუღეთ 15-20 წუთი);

– 0.5 ჩ. კ. ნატურალური თაფლი;

– 2 ჩ. კ. კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქებში).


აურიეთ მოცემული ინგრედიენტები კოვზით სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მაცივარში.


მსუბუქი მოძრაობით წაისვით სუფთა კანზე. 30 წუთის შემდეგ სახე გაიწმინდეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.


ის ვინც ზრუნავს საკუთარ თავზე, ცდილობს მუდმივად ფორმაში იყოს და მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ნამდვილად მოეწონება ეს არჩვეულებრივი, ბუნებრივ

ინგრედიენტებზე დამზადებული საცხი!

2
618
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
618
  
2015, 1 ოქტომბერი, 18:46
მადლობა :)
2015, 1 ოქტომბერი, 18:35
გავაზიარეე
0 1 2