x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ამ სოფელში მამაკაცების ადგილი არ არის! როგორ ცხოვრობენ მამაკაცების გარეშე ქალები?!
აფრიკის კონტინენტი უცნაურობებით ძალიან პოპულარულია. მორიგი სიახლე

გელით ამჯერად შავი კონტინენტის ერთ-ერთ ძირძველ ქვეყნიდან, კენიიდან.



კენიის ჩრდილოეთით მდებარეობს პატარა სოფელი, რომელსაც უმოჯას ეძახიან.

ამ სოფელში ცხოვრობენ მხოლოდ ქალები. ქალაქი დაარსებულია სექსუალური


მოძალადეების მსხვერპლი ქალების მიერ.


image


ადგილობრივმა ინგლისელ ჯარისკაცებმა 1990 წელს 15 კენიელი გოგონა

გააუპატიურეს, ზუსტად ამ წელს სოფელი უმოჯა დაარსებული იქნა ამ

გააუპატიურებული ქალების მიერ. დაარსებიდან დღემდე, ანუ 25 წლის განმავლობაში

სოფელ უმოჯას მოსახლეობა დღითი-დღე მატულობს. სოფელში უმეტესწილად

სექსუალური ძალადობის მსხვერპლები და ნაადრევად, ძალით

დაქორწინებულები ჩადიან საცხოვრებლად. ისინი ახალ კანონებს იღებენ

და სოფელში რეგისტრაციას გადიან.


image


სოფლის ზედამხედველი და ლიდერი არის რებეკა ლოლოსოლი.

როდესაც რებეკა იცავდა ქალთა უფლებებს და თანასწორობას მამაკაცთან დაკავშირებით, ის 15 კაცმა დაუნდობლად სცემა. ამასთან ერთად პოლიციის

რეაქციამაც რებეკა გააოგნა. როდესაც მან გადაწყვიტა პოლიციაში მისვლა და

ამ ამბის გასაჩივრება, პოლიციამაც დაუწყო ცემა რებეკა ლოლოსოლის.


image


სამბურუს სოფლებში მამაკაცები ძალიან მკაცრად ექცევიან ქალებს, როდესაც

კაცი ლაპარაკობს ქალს ხმის ამოღების უფლებაც კი არ აქვს. უმოჯას მოსახლეობის

უმეტესობა ზუსტად სოფელ სამბურუდან გამოქცეული ქალებისგან შედგება.

ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ცემა-ტყეპაში ცხოვრობდნენ, როგორც

იქნა თავისუფლება შეიგრძნეს. ისინი უმოჯაში სწავლობენ დამოუკიდებლად მუშაობას,

ცხოვრებას და ბავშვის გაზრდას.


image


ამ წუთისთვის უმოჯას მოსახლეობას შეადგენს 47 ქალი და 200 ბავშვი.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ძალიან ღარიბია, ქალები და გოგონები მაინც

ახერხებენ საკუთარი წვალებით შემოსავლის მიღებას. შემოსავალი დაბალია, მაგრამ

ჰყოფნით საკვებისთვის, ჩაცმისთვის და ასე, რომ ვთქვათ უბრალოდ არსებობისთვის.

მათი შემოსავლის წყაროდ ტურისტები ითვლებიან. საფარის ტურისტები უმოჯას

ტერიტორიაზე შემოსასვლელად ფულს იხდიან, ქალები ამ ფულს სოფლის

ზედამხედველს, რებეკა ლოლოსოლის აბარებენ და ზედამხედველი თავად

ურიგებს ფულს ამ პატარა მოსახლეობას, რათა ირჩინონ თავი.


image


რებეკა ლოლოსოლი როგორც, ქალების ზედამხედველი, ასევე სოფლის მფარველიცაა.

მას ადგილობრივი მამაკაცები ბევრჯერ დაემუქრნენ, ბევრჯერ თავსაც დაესხნენ,

მაგრამ ის თავის პოზიციას დღემდე ძალიან მყარად იცავს. ბრიტანული პრესის

ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ჟურნალის დირექციამ, გადაწყვიტა სოფელ უმოჯას

ლიდერისგან ინტერვიუს მიღება. the guardian-ის ჟურნალისტები კენიის

ჩრდილოეთით მდებარე სოფელ უმოჯაში ჩავიდნენ და სოფლის ლიდერს, რებეკა

ლოლოსოლის გაესაუბრნენ. ნახეთ რას ამბობს რებეკა:


"ეს იყო ჩემი აზრით, ზუსტი და დროული გადაწყვეტილება. ქალების უფლებების

დაცვა ჩემს თავზე ავიღე და გადავწყვიტე ეს პატარა სოფელი შემექმნა. 25 წლის

განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულე გადავიტანე, ყველაზე კარგად ის დღე

მახსოვს, როდესაც მტკიცედ ვიცავდი ქალთა უფლებებს. მაგ დღეს ძალიან

მაგრად მცემეს, არა უფრო სწორედ დამასახიჩრეს! ამის შემდეგ გადავწყვიტე

დამოუკიდებელი ცხოვრება, გამომიჩნდენ მომხრეებიც და დღესდღეობით მშვიდად

ვცხოვრობთ. ჩვენი სოფელი რაც დრო გადის უფრო ფართოვდება. ერთადერთი

ფინანსური პრობლემები გვაქვს, რომელსაც ერთმანეთის გვერდში დგომით და

ღვთის წყალობით მაინც ვაგვარებთ. ტურისტები არის ჩვენი ფინანსების წყარო.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ არ ვართ მაინც და მიანც ძალიან სუსტი სქესის

არსებები, რომლებიც მუდამ უნდა დაიჩაგრონ!"


image


ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა ასევე 38 წლის ჯეინმაც:


"ძალიან ძნელი ასახსნელია ახლა რასაც გეტყვით, ერთ დღეს როდესაც ქმარი

არ იყო სახლში, შემომივარდა 3 კაცი და დაიწყეს ჯერ ჩემი ცემა და შემდეგ

გაუპატიურება. ძალიან შემრცხვა... ქმარს ვერ გავუბედე და ბოლოს დედამთილს

ვუამბე ამის შესახებ. დედამთილმაც ჩემს ქმარს უთხრა ყველაფერი. გაცხარებულმა

აიღო დიდი ჯოხი და ცემა დამიწყო. ისედაც თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და

მე კიდევ ცემა მინდოდა?! შეშინებულმა გამოსავალი გამოქცევაში ვიპოვე, ჩვენი

სოფლიდან უმოჯამდე სულ ფეხით ვიარე და მას შემდეგ უკან არც დავბრუნებულვარ,

აქ თავს ძალიან მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ."


image


სოფელ უმოჯაში მცხოვრები ქალები უკვე ვერც კი წარმოიდგენე იმას, რომ

ოდესღაც ისინი კვლავ მამაკაცთან ერთად იცხოვრებენ, ეს მათთვის შეუძლებელი და

ძალზედ წარმოუდგენელია. 16 წლის ასაკში 80 ცხვარზე გაცვლილი მერი

ვახშმისთვის მოსამზადებელ ლობიოს აჩვენებს ჟურნალისტებს და შემდეგ სიტყვებს

ციტირებს:


"ამ ქალთა სოფლიდან წასვლას არ ვფიქრობ. აქ ბევრი რამ არ არის, რომ ადამიანმა

ნორმალურად იცხოვროს, მაგრამ არის ის რაც მე მჭირდება!"


imageimageimageimage



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი









0
1031
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1031
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0