x
კლიმატის ცვლილების პირისპირ - გამოფენა ევროპის სახლში

imageდღეს, ევროპის სახლში შვედეთის გარემოს დაცვის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა გამოფენით, თემაზე ”კლიმატის ცვლილების პირისპირ”, სადაც მონაწილეობას
იღებდნენ 5 ქართველი და 5 შვედი კარიკატურისტი.


გამოფენის გახსნას დაესწრნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბ-ნი გიგლა აგულაშვილი და თბილისის ვიცე-მერი ქ-ნი ნინა ხატისკაცი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა
აგულაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადამიანების ცნობიერების ზრდა და ამას, სწორედ, ასეთი ღონისძიებები უწყობს ხელს...

გამოფენას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები,
ასევე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:ბელა ჭულუხაძე
ბელა ჭულუხაძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0